უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით
მიმოხილვა
პროექტი „უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით“ მიზნად ისახავს უწყვეტი პროფესიული განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოს ექვს სამიზნე რეგიონში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი). პროექტის მიზანია ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება შესაბამისი მოდელების და მიდგომების ინსტიტუციონალიზაციისა და დანერგვის გზით. პროექტი ხელს შეუწყობს წვდომის გაუმჯობესებას პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ახალ სერვისებზე, რაც პროფესიული საგანმანათლებო სისტემის და ქართული შრომის ბაზრის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, კერძო სექტორთან (სტუმარ-მასპინძლობის და ჯანდაცვის სფეროები, პერსონალური სერვისები და სხვა სექტორები) და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (სკოლები, კოლეჯები და ტრენინგ ცენტრები) თანამშრომლობით.
რას ვაკეთებთ
- საშუალო სკოლების ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ინტეგრირებული პროფესიული განათლების/მომზადების მიწოდება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ არსებობს პროფესიული განათლება.
- დაწევის და დაჩქარების კურსების (catch-up courses) შექმნა მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მათთვის, ვინც განათლების და დასაქმების მიღმაა დარჩენილი და რთულია პროფესიული განათლების კურსებზე ჩარიცხვა და მონაწილეობა.
- შერჩეულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული და შერეული სწავლების შემოღება.
- მოწყვლადი და სპეციალური სამიზნე ჯგუფებისთვის (შშმ პირები, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები) დისტანციური ან სახლიდან მუშაობის შესაძლებლობის დანერგვა.
- პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის სამეწარმეო მოდელის შემოღება და ქოუჩინგის სქემის მხარდაჭერა.
- პარტნიორების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური განათლების დაწესებულებების ჩათვლით, ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობის გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის მიზნობრივი მომსახურების მიწოდება.
- სექტორული კოლეჯების დაკავშირების (networking) მოდელების შემოღება და ორ სექტორში პილოტირება
- პროფესიული განათლების მიმწოდებლებისა და/ან სხვა ცოდნის ცენტრების გარდაქმნა უნარების ადგილობრივ ჰაბებად და რესურსებზე მათი წვდომის გაუმჯობესება.
- თითოეული სამიზნე რეგიონისთვის გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი მიზნობრივი ღონისძიებების ჩარჩოს შექმნა, რომელიც შემუშავდება ამ რეგიონებში განათლების და დასაქმების მიღმა დარჩენილი და მოწყვლადი ჯგუფების, და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებისა და სიტუაციის ანალიზის საფუძველზე.
- ექსტრაკურიკულური აქტივობების შემოღება ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯებში, კლუბებში, პროექტებში, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში, ახალგაზრდულ ცენტრებში ბენეფიციარების საკვანძო კომპეტენციების, მათ შორის სამეწარმეო კომპეტენციის, განვითარების მიზნით.
- EntreComp-ის და DigiComp-ის საფუძველზე სამეწარმეო და ციფრული სწავლების, მათ შორის პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL), შემოღება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების და კურსდამთავრებულების დახმარება ბიზნეს იდეების, სოციალური სამეწარმეო საქმიანობის ჩათვლით, პროტოტიპების შექმნაში.
- სპეციალური კარიერული განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის პროგრამის შექმნა და დანერგვა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ახალგაზრდებს, მოწყვლადი და განათლების და დასაქმების მიღმა დარჩენილი ჯგუფები ჩათვლით.
- სამეწარმეო განათლების შესახებ ციფრული რესურსებით სასწავლო მასალების/ციფრული პლატფორმის შექმნა.
- სოციალური მეწარმეობისათვის ახალგაზრდული ფორუმების ორგანიზება და ახალგაზრდული ქსელების/პლატფორმის შექმნა, რათა ხელი შევუწყოთ კავშირების დამყარებას, იდეების გაჩენას და თანხების მოზიდვას.
მოსალოდნელი შედეგები
- შერჩეულ რეგიონებში ახალგაზრდებს, ქალებსა და კაცებს, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს, უკეთესი წვდომა აქვთ უნარების მიღებაზე ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული სერვისის მიწოდების ახალი ფორმების საშუალებით.
- უნარების განვითარების ხარისხი გაუმჯობესებულია სერვისის მიმწოდებელთა ინსტიტუციური და ადამიანური რესურსის გაუმჯობესების გზით.
- ახალგაზრდების სამუშაოზე მოწყობის (დასაქმების) შესაძლებლობა გაუმჯობესდა საკვანძო კომპეტენციების, მათ შორის ციფრული და სამეწარმეო კომპეტენციების, განვითარების გზით.

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
არაყიშვილის I ჩიხი, #3
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირები
ნინო გურგენიძე
პროექტის მენეჯერი
nino.gurgenidze@undp.org
გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ს ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org
Impact
დამატებითი ინფორმაცია