გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა მონაწილეების შესარჩევ კონკურსს აცხადებენ
ციფრული ელჩების პროგრამა - იდეათა კონკურსი ციფრული უნარების განვითარებისა და ციფრული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით
17 თებერვალი 2026
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დანიის მთავრობა, პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში აცხადებენ ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ კონკურსს ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების და ციფრული უნარების განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით.
ციფრული ელჩების პროგრამის კონკურსის მიზანია:
- ახალგაზრდების წახალისება ციფრული ინსტრუმენტებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.
- მწვანე გადასვლის და გარემოსდაცვითი მიმართულების პოპულარიზაცია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
- საჯარო და კერძო ციფრული სერვისების მიმართ ცნობიერებისა და ნდობის ამაღლება.
- ადგილობრივ თემებში ციფრული უნარების გაძლიერება, ტექნოლოგიური სიახლეების პოპულარიზაცია - განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში.
- ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნა ადგილობრივი ციფრული გამოწვევების დასაძლევად.
- ტურიზმის წახალისება ციფრული ინოვაციური სერვისების შექმნის ან/და გამოყენების წახალისება.
მონაწილეები მიიღებენ მხარდაჭერას მენტორობისა და კონსულტაციების გზით, სასწავლო და საგანმანათლებლო მასალებით, ასევე შერჩეული პროექტების განხორციელების მიზნით კერძო სექტორის პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობით.
ვისთვისაა განკუთვნილი კონკურსი
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ
- ციფრული ელჩების პროგრამის მონაწილეებს ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებიდან
- 16-29 წლამდე ახალგაზრდებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (მაქსიმუმ 5 მონაწილე ჯგუფში)
- ჯგუფური განაცხადი შესაძლებელია გაკეთდეს საჯარო ან კერძო სკოლის ბაზაზე, მათ შორის სკოლის პედაგოგების ჩართულობით
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო განაცხადი.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მარტი, 19:00 საათი. გთხოვთ, სრულად შევსებული განაცხადი გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: ana.gvenetadze@undp.org
საინფორმაციო შეხვედრა
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც გაიმართება Microsoft TEAMS საშუალებით 24 თებერვალს, 17:00 საათზე.
Meeting ID: 398 991 263 291 25
Passcode: PB3xX64P
გთხოვთ დაადასტუროთ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მეილზე: ana.gvenetadze@undp.org
საკონტაქტო ინფორმაცია
ანა გვენეტაძე, ციფრული სამოქალაქო ინოვაციების ლიდი, გაეროს განვითარების პროგრამა, ana.gvenetadze@undp.org