UNDP in Georgia

UNDP საქართველო

დაფინანსება & განვითარების პროექტებზე დახარჯული თანხები

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქმიანობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები აფინანსებენ. ჩვენ ასევე ვიღებთ დაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისგან, გაეროს ფონდებისა და კერძო სექტორისგან.

ჩვენი აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან ნდობასა და პარტნიორობას განაპირობებს.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში თავმოყრილია ინფორმაცია ჩვენი დაფინანსების, დონორების, განვითარების პროექტებზე სხვადასხვა წლებში დახარჯული თანხებისა და საქმიანობის ძირითადი სფეროების შესახებ.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ UNDP-ის გლობალურ გამჭვირვალობის პორტალს, open.undp.org.