UNDP in Georgia

UNDP საქართველო

ჩვენს შესახებ

მისია. ხედვა. მანდატი.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი სააგენტო და განვითარების საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 170 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მოქმედებს. 

ჩვენი მიზანია ქვეყნების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე და შესაბამისი პოლიტიკისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების მხარდაჭერა.

ჩვენი საქმიანობა გაეროს პრინციპებს ეფუძნება, რაც ჩვენს მიუკერძოებლობასა და ქვეყნების არჩევანის პატივისცემას განაპირობებს. 

ჩვენი უმთავრესი დანიშნულება განვითარების ხელშეწყობაა, რაც სასიკეთო ცვლილების აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობს. 

ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია, რაც ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას განაპირობებს. 

ჩვენი ფართო საერთაშორისო წარმომადგენლობა განვითარებისათვის საჭირო რესურსებს, ცოდნასა და საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტიზას უზრუნველყოფს. 

UNDP საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს და ინკლუზიური, თანასწორი, კლიმატისადმი მედეგი და მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობას უწყობს ხელს. ჩვენი საქმიანობის მიზანია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რათა არავინ დარჩეს განვითარების მიღმა, მათ შორის ყველაზე დაუცველი ჯგუფებიც კი.

მეტი ინფორმაციისთვის ჩვენი საქმიანობის სფეროებისა და კონკრეტული პროექტების შესახებ, ეწვიეთ გვერდს ჩვენი საქმიანობა.