ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. სასწავლო მასალა. 2026

ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. სასწავლო მასალა. 2026

22 ოქტომბერი 2026

წინამდებარე სასწავლო რესურსების ნაკრები მოიცავს ორ სახელმძღვანელოს: „ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება: მასწავლებლის გზამკვლევი“ და „ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება: დამატებითი სასწავლო მასალა“.

გზამკვლევი მასწავლებლებს სთავაზობს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის 4R-ის პრინციპების (შემცირება, ხელახლა გამოყენება, გადამუშავება და აღდგენა) შესახებ. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. გზამკვლევი ასევე ხაზს უსვამს ინკლუზიური სწავლების მიდგომების, მწვანე ინოვაციებისა და ცირკულარულ ეკონომიკაში მოსწავლეთა თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას.

დამატებითი სასწავლო მასალა შედგება ოთხი მოდულისგან: 

  1. ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები
  2. 4R-ის პრინციპებზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები
  3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ)
  4. ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესმოდელები, რომლებიც ილუსტრირებულია პრაქტიკული მაგალითებით

ავტორები

სახელმძღვანელოები შეიმუშავეს მდგრადობის მეცნიერების აკადემიის ექსპერტებმა, ირაკლი გივიაშვილმა და მაია ჩუბინიძემ.

დისქლეიმერი

სახელმძღვანელოები შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.