ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იწვევენ პრაქტიკოს იურისტებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების მიმართულებით ცოდნისა და უნარების გასაძლიერებლად
ტრენინგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების შესახებ
15 ოქტომბერი 2026
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) აცხადებენ მიღებას ორდღიან ტრენინგზე იურისტებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ.
ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 7-8 ნოემბერს.
ტრენინგის შესახებ
ტრენინგის მიზანია, პრაქტიკოს იურისტთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) სამართალწარმოების მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტით შემდეგ საკითხებზე:
- ინდივიდუალური საჩივრების წარდგენის პროცედურები და დასაშვებობის მოთხოვნები;
- საჩივრების მომზადების პრაქტიკული ასპექტები; და
- სტრატეგიული მოსაზრებები საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებისას.
ტრენინგი მოიცავს თეორიულ კომპონენტს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ რელევანტური საქმეები და ერთმანეთს გაუზიარონ სამართალწარმოების გამოცდილება.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსი, პირველ რიგში, განკუთვნილია ეროვნულ დონეზე მოქმედი პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების მიმართულებით გაიძლიერონ მათი უნარები.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სათანადო მოტივაცია და გამოხატული ინტერესი, ასევე, სამართალწარმოების წინარე გამოცდილება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა?
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა). სამოტივაციო წერილში უნდა აღწერონ ტრენინგის მიმართ ინტერესი, ადამიანის უფლებათა სფეროში სამართალწარმოების შესაბამისი გამოცდილება და როგორ აპირებს კანდიდატი მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას.
მონაწილეები შეირჩევიან პროფესიული გამოცდილების, მოტივაციისა და სამართალწარმოების წინარე გამოცდილების ან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების მიმართ გამოხატული ინტერესის საფუძველზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ოქტომბერი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ორგანიზატორები სრულად უზრუნველყოფენ მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯების დაფარვას. ტრენინგი ჩატარდება თბილისს გარეთ. ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შერჩეულ მონაწილეებს მიეწოდებათ.
საკონტაქტო ინფორმაცია
ანა კვერნაძე: ana.kvernadze@undp.org