გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა მონაწილეების შესარჩევ კონკურსს აცხადებენ
მწვანე ლიდერობის პროგრამა
4 აპრილი 2025

მწვანე ლიდერობის პროგრამის კონკურსი
გაეროს განვითარების პროგრამა, დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში, ფოთში, ხობსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებს სთავაზობს შესაძლებლობების გაზრდის ყოვლისმომცველ ინიციატივას – მწვანე ლიდერობის პროგრამას.
კონკურსის მიზანი
ინიციატივა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფების მწვანე გადასვლის საკითხებზე ცოდნის გაზრდას და ფოთსა და ხობში მწვანე ინიციატივების განსახორციელებლად, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
პროგრამის მოკლე აღწერა
პროგრამის ფარგლებში, მწვანე აკადემია და მწვანე სკოლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ნომინირებულ წარმომადგენლებს უზრუნველყოფს ცოდნითა და უნარებით, რათა მათ შეძლონ წამოიწყონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული აქტივობები და ადვოკატირების კამპანიები.
პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები შეუერთდებიან მწვანე ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელს და მიიღებენ მუდმივ მხარდაჭერას თანამშრომლობის, სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებით, პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საერთო ინიციატივების განხორციელებისთვის.
ყველაზე გამორჩეული მონაწილეები წამყვან ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მწვანე გადასვლის საკითხებზე მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
ვისთვისაა განკუთვნილი კონკურსი
- სამოქალაქო საზოგადოებისა (CSO) და სათემო ორგანიზაციებისთვის (CBO), რომლებიც მუშაობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც:
ა) მუშაობენ ან მზად არიან იმუშაონ ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტებში;
ბ) სურთ წვლილი შეიტანონ მწვანე და სამართლიანი გადასვლის პროცესში და ხელი შეუწყონ გარემოსდაცვით საკითხებზე დადებით ცვლილებებს. - ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისთვის ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მდგრადი განვითარების საკითხებით და მზად არიან ადგილობრივ თემებში განახორციელონ მწვანე გადასვლის პროექტები.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა | საინიციატივო ჯგუფებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე და პროგრამაში მონაწილეობაზე წარადგინონ მაქსიმუმ 2 წარმომადგენელი.
განაცხადის შევსების ვადაა 2025 წლის 5 მაისი.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. კვება, ტრანსპორტირება და სასტუმროში განთავსების ხარჯები ორგანიზატორების მიერ სრულად დაფინანსდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ტურაშვილი, სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამა, teona.turashvili@undp.org