გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ანგარიში. 2025
გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ანგარიში. 2025
26 მარტი 2026
2025 წელს, UNDP განაგრძობდა საქართველოს მდგრადი, კლიმატგონივრული და თანასწორი განვითარების მხარდაჭერას და ადამიანების კეთილდღეობის, მედეგობისა და სამომავლო შესაძლებლობების ხელშეწყობას.
19 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების წლიური პროგრამის ფარგლებში 30-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. ჩვენი მხარდაჭერით შემუშავებულმა პრაქტიკულმა და ინოვაციურმა გადაწყვეტებმა რეალური შედეგები მოიტანა, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცე შექმნა და უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
UNDP-ის საქმიანობა პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნებოდა. მჭიდროდ ვთანამშრომლობდით როგორც საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, ერთად შევძელით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა უფრო მდგრადი, უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი და უფრო ინკლუზიური მომავლის გზაზე.