მწვანე ლიდერობის პროგრამის გაფართოება – კონკურსი ახალი მონაწილეების შესარჩევად

გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა მონაწილეების შესარჩევ კონკურსს აცხადებენ

16 თებერვალი 2026

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოებისა (CSO) და სათემო (CBO) ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებს სთავაზობს შესაძლებლობების გაზრდის ინიციატივას - მწვანე ლიდერობის პროგრამის ახალი ნაკადის მიღებას.

კონკურსის მიზანი

ინიციატივა მიზნად ისახავს მწვანე ლიდერობის პროგრამის ახალი წევრების მიღებას, ქსელის ახალი წევრი ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის მწვანე გადასვლის საკითხებზე ცოდნის გაზრდას და ფოთსა და ხობში მწვანე ინიციატივების განსახორციელებლად ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

პროგრამის მოკლე აღწერა 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ტრენინგებს მწვანე გადასვლის თემებზე
  • ტრენერთა ტრენინგების სპეციალურ პროგრამას სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობის თემებზე
  • სამუშაო შეხვედრებს ქსელის წევრებთან საერთო აქტივობების დასაგეგმად
  • მხარდაჭერას ადგილობრივი მწვანე ინიციატივების განსახორციელებლად

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები შეუერთდებიან მწვანე ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელს და მიიღებენ მხარდაჭერას თანამშრომლობის, სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებით.

ვისთვისაა განკუთვნილი კონკურსი

  1. CSO/CBO ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამჟამად არ არიან ქსელის წევრები,  მუშაობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და დაინტერესებულნი არიან მწვანე გადასვლის საკითხებით. 
  2. 2025 წელს შერჩეული ორგანიზაციების დამატებითი წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ გააფართოონ პროგრამაში ჩართულობა.
  3. ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისთვის სამეგრელოს რეგიონიდან, განსაკუთრებით ფოთისა და/ან ხობის მუნიციპალიტეტებიდან, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ ცოდნა მწვანე და ციფრული გარდაქმნის შესახებ და განახორციელონ მწვანე პროექტები. 

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/საინიციატივო ჯგუფებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე და პროგრამაში მონაწილეობაზე წარადგინონ მაქსიმუმ 2 წარმომადგენელი.

განაცხადის  შევსების  ვადაა 2026 წლის 9 მარტი.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები (კვება, ტრანსპორტირება და სასტუმროში განთავსება) ორგანიზატორების მიერ სრულად დაფინანსდება.

საინფორმაციო  შეხვედრა

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც გაიმართება ზუმის საშუალებით (რეგისტრაციის ბმული): 2026 წლის 23 თებერვალს, 12 საათზე.

პროგრამის დეტალები, მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ დანართში. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეონა ტურაშვილი, სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამა, teona.turashvili@undp.org