გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა მონაწილეების შესარჩევ კონკურსს აცხადებენ
მწვანე ჩემპიონების პროგრამა 2026 - კონკურსი მონაწილეების შესარჩევად
8 აპრილი 2026
„მწვანე ჩემპიონების პროგრამა“ განკუთვნილია ხობისა და ფოთის სკოლის მოსწავლეებისა (14–17 წლის) და მასწავლებლებისთვის, რათა ისინი გახდნენ მწვანე ცვლილებების ლიდერები საკუთარ სკოლებსა და თემებში.
პროგრამა ხორციელდება გაეროს UNDP-სა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და მასწავლებლებში გარემოსდაცვით და კლიმატთან დაკავშირებულ თემებზე ცოდნისა და ინტერესის გაზრდას.
რას მოიცავს პროგრამა
- 1-დღიანი ტრენინგი მასწავლებლებისთვის მწვანე გადასვლისა და მენტორინგის თემებზე.
- 3-დღიანი ბანაკი მოსწავლეებისთვის შემდეგ თემებზე: კლიმატის ცვლილება, ცირკულარული ეკონომიკა, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები, ენერგოეფექტიანობა, რესურსების მდგრადი მართვა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო ჩართულობა და ეფექტიანი კომუნიკაცია.
- 3-დღიანი ბანაკის ფარგლებში მოსწავლეებისა და მასწავლებლების საერთო სესია ერთობლივი მწვანე ინიციატივების / დემონსტრატორების დასაგეგმად.
- ონლაინ მენტორინგი ბანაკის შემდეგ შემუშავებული ინიციატივების / დემონსტრატორების დასახვეწად.
- მცირე ინიციატივების კონკურსი მოსწავლეებისთვის, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული გუნდები, მათ შორის მასწავლებლ(ებ)ის მენტორობით, განახორციელებენ მწვანე ინიციატივებს საკუთარ სკოლასა ან/და თემში.
- საჯარო ღონისძიება, სადაც გამარჯვებული გუნდები საკუთარი ინიციატივების შედეგებს წარმოადგენენ.
ვის შეუძლია მონაწილეობა
მოსწავლეები, რომლებიც:
- არიან 14-17 წლის
- არიანფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტიდან
- არიან მოტივირებული, აქტიური და აინტერესებთ გარემოსდაცვითი საკითხები და მდგრადი განვითარება
- მზად არიან აქტიურად ჩაერთონ პროგრამის ყველა ეტაპზე (ბანაკი, ონლაინ შეხვედრები, მწვანე ინიციატივების განხორციელება, საჯარო ღონისძიება)
მასწავლებლები, რომლებიც:
- ასწავლიან ფოთისა ან ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლაში
- დაინტერესებული არიან საბუნებისმეტყველო, გარემოსდაცვითი, მდგრადი განვითარებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებით, სკოლაში შესაბამის საგნებს ასწავლიან და სურთ გაიღრმავონ ცოდნა მწვანე გადასვლის თემებზე
- დაინტერესებული არიან მოსწავლეებს გაუწიონ ადმინისტრაციული მხარდაჭერა და მენტორინგი საკუთარ სკოლაში/თემში მწვანე ინიციატივის / დემონსტრატორის განხორციელების დროს
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი
განაცხადის ფორმა მოსწავლეებისთვის: დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე
განაცხადის ფორმა მასწავლებლებისთვის:დაინტერესებულმა მასწავლებლებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის განაცხადის მისაღებად მნიშვნელოვანია იმავე სკოლის მოსწავლე(ებ)ს გამოგზავნილი ჰქონდეთ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი განაცხად(ებ)ი. ეს პირობა მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამის განმავლობაში მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეების მწვანე ინიციატივის/დემონსტრატორის განხორციელებაში მხარდაჭერა / მენტორინგი.
ორივე შემთხვევაში, განაცხადების შევსების ვადაა 2026 წლის 7 მაისი
აპლიკაციების შერჩევის კრიტერიუმები
- მოტივაცია
- თემებისადმი ინტერესი
- პასუხისმგებლობის აღების მზაობა
- გეოგრაფიული და გენდერული ბალანსი
პროგრამის მთავარი ეტაპების სავარაუდო თარიღები
- ტრენინგი და ბანაკი: ივნისი, 2026
- მენტორინგი და მწვანე ინიციატივების / დემონსტრატორების განხორციელება: ივლისი-ოქტომბერი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც გაიმართება ზუმის საშუალებით: 2026 წლის 17 აპრილს, 12:00 საათზე
საკონტაქტო ინფორმაცია
თეონა ტურაშვილი, სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამა, teona.turashvili@undp.org