პროექტი

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოს მთავრობას მრავლობითი საფრთხეების შემცველი რისკების შესახებ ინფორმაციის მომზადების სრულყოფილი სისტემის შექმნაში, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხისგან გამოწვეული კლიმატური რისკის ეფექტურ მართვას. პროექტი ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოიცავს საქართველოს 11 ძირითადი მდინარის (ალაზანი, ენგური, იორი, კინტრიში, მტკვარი, ნატანები, რიონი, სუფსა, ხობი, ხრამი-ქცია, ჭოროხი-აჭარისწყალი) აუზებს. ამასთანავე, ძირითად აქცენტს პროექტი აკეთებს ისეთ ბუნებრივ კატასტროფებზე, როგორებიც არის წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, სეტყვა და გვალვა.

პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის, (GCF),  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)  და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი ინიციატივის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება, ქვეყნის მასშტაბით მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემისა და რისკის შესახებ ინფორმაციის შექმნა ადგილობრივ დონეზე რისკის შემამცირებელი ქმედებების განხორციელების მეშვეობით. ინიციატივა მოემსახურება კლიმატით განპირობებული საფრთხეების რისკის ქვეშ მყოფ 1.7 მილიონ ადამიანს.

რას ვაკეთებთ

დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ:

  • უზრუნველვყოფთ მრავლობითი საფრთხეების რუკების შედგენისა და რისკების შეფასების სტანდარტიზებული და ჰარმონიზებული ეროვნული მეთოდოლოგიის შედგენას.
  • უზრუნველვყოფთ ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას მრავლობითი საფრთხეების რუკების შედგენისა და რისკის შეფასებისათვის.
  • უზრუნველვყოფთ მრავლობითი  საფრთხეების რუკების შედგენასა და რისკების შეფასებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებების და პასუხისმგებელი ინსტიტუციების ტექნიკური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას.
  • უზრუნველვყოფთ მრავლობითი საფრთხეების შემცველი რისკისადმი ადგილობრივი (მუნიციპალური) მზადყოფნის გაუმჯობესებას რისკების შესახებ ინფორმირებული მზადყოფნის დაგეგმვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რისკების შესახებ ინფორმირებული მზადყოფნის  გეგმების შექმნით.

შედეგები

  • შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა, გვალვა) შეფასებისა და მოდელირებისთვის. 
  • რისკისა და საფრთხეების რუკები შემუშავებულია შვიდი ინდივიდუალური საფრთხისთვის, ხოლო მრავლობითი საფრთხის რუკები 11 მდინარის აუზებისთვის: ალაზანი, ენგური, იორი, კინტრიში, მტკვარი, ნატანები, რიონი, სუფსა, ხობისწყალი, ხრამი-ქცია და ჭოროხი-აჭარისწყალი. 
  • სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასება ჩატარდა 11 მდინარის აუზებში.
  • საფრთხეების რუკებსა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მზადდება ზონირების სამართლებრივი სახელმძღვანელო. მასში განსაზღვრული ყველა სტანდარტის დაცვა სავალდებულო იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

კოკა კლდიაშვილის ქ. 2
თბილისი 0179 საქართველო 

საკონტაქტო პირები

სალომე ლომაძე
პროექტის მენეჯერი
salome.lomadze@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულების ხელმძღვანელი
Nino.antadze@undp.org

დაკავშირებული მასალები

Impact

START DATE

December 2018

END DATE

January 2028

STATUS

მიმდინარე

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GOVERNMENT

DONORS

GREEN CLIMATE FUND

SWISS AGY FOR DEVELOPMENT & COOPERATION

TOTAL CONTRIBUTIONS

$35,907,478

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2018$27

2019$1,090,759

2020$1,411,991

2021$5,328,064

2022$5,265,307

2023$3,199,660

2024$4,031,520

2025$2,332,397

2026$855,772

Full Project information