გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა

მიმოხილვა

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიო-მრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენების მართვა. გარემოსდაცვითი პრიორიტეტების პარალელურად, პროგრამა ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა როლის გაძლიერებას საზოგადოებაში. პროგრამა ხორციელდება არაერთ ქვეყანაში და მორგებულია თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელ გარემოსდაცვით საკითხებსა თუ პრობლემებს. პროგრამის სტრატეგია საქართველოში ერთობლივად შეიმუშავეს დონორებმა, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

რას ვაკეთებთ

საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა დაიწყო 2012 წელს. პროგრამის მიმდინარე ეტაპის (2019-2023) ბიუჯეტი შეადგენს 500 ათას აშშ დოლარს. პროგრამის სამიზნე ლანდშაფტებს წარმოადგენს დიდი და მცირე კავკასიონის მაღალმთა, შავი ზღვის სანაპირო და სემიარიდული ანუ ნახევრად უდაბნოს ზონა.

მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებს:

  • გადაშენების პირას მყოფი ეკოსისტემების და სახეობების კონსერვაცია სათემო ინიციატივების მეშვეობით.
  • მდგრადი აგროკულტურის და თევზის მრეწველობის პრაქტიკის დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს საკვების უსაფრთხოებას.
  • დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსებისადმი ხელმისაწვდომობის უპირატესობების პოპულარიზაცია.
  • მდგრადი ურბანული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.

ამის გარდა, პრიორიტეტული პროექტების სიას განეკუთნებიან ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოებას, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგს გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად; გენდერულ თანასწორობასა და ქალების აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით საქმიანობაში; მოქალაქეთათვის პრაქტიკული გარემოსდაცვითი ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია GEF მცირე გრანტების პროგრამის საქართველოს ვებ-გვერდზე.

შედეგები

2012 წლიდან, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მიიღო 97 არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციამ საერთო ბიუჯეტით 2,483,009 აშშ დოლარი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისინი ახორციელებენ პროექტებს შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებზე:

  • ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია
  • კლიმატის ცვლილება
  • საერთაშორისო წყლები
  • მიწის დეგრადაცია
  • ქიმიური ნივთიერებების მართვა

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

კ. კლდიაშვილის ქ. 2
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ანა შუბითიძე
პროექტის მენეჯერი
ana.shubitidze@undp.org

გიგლა რამიშვილი
ადმინისტრაციული/ფინანსური ასისტენტი
gigla.ramishvili@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოსა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

პროექტის შესახებ

სტატუსი მიმდინარე
დაწყების თარიღი ივნისი 2019
დასრულების თარიღი ივლისი 2023
საქმიანობის სფერო გარემოს დაცვა & ენერგეტიკა
პარტნიორები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები
დონორი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)
ბიუჯეტი US$ 500,000

 

დამატებითი ინფორმაცია


Active filters: