ჰაერის ხარისხი საქართველოში: რა ვიცით, რას ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ. კვლევა. 2024
ჰაერის ხარისხი საქართველოში: რა ვიცით, რას ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ. კვლევა. 2024
23 ოქტომბერი 2025
წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების, დამოკიდებულებებისა და ქცევის კვლევას ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. კვლევის მიზანია იმ ბარიერებისა და შესაძლებლობების გამოვლენა, რომლებიც ჯანმრთელობის რისკების შემცირებისა და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას შეუწყობს ხელს.
კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა როგორც ფართო საზოგადოება, ისე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები, მათ შორის ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პირები, გარე სივრცეში მომუშავე მოვაჭრეები და ჯანდაცვის პროფესიონალები.
ძირითადი მიგნებები
- 87%-ს აღელვებს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პოტენციური რისკები.
- 80% ეთანხმება, რომ ჰაერის დაბინძურებისაგან თავდაცვას შეუძლია შეამციროს სერიოზული დაავადებების განვითარების ალბათობა.
- მხოლოდ 30%-ზე ნაკლებმა დაიცვა თავი ჰაერის დაბინძურებისგან ბოლო 12 თვის განმავლობაში.
- 88% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე მათ ჰაერის ხარისხის ინდიკატორი არ გამოუყენებია.
- ბევრს აშინებს, რომ თავის დაცვა სამუშაო ადგილის დაკარგვას ან სოციალური ვალდებულებების გამოტოვებას ნიშნავს.
- ყველაზე დაუცველები, ქუჩის მოვაჭრეები და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პირები, ყველაზე მეტად არიან რისკის ქვეშ, თუმცა ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ მოქმედება.
- მოსახლეობა მთავრობასა და დამსაქმებლებს აღიქვამს მთავარ პასუხისმგებელ პირებად ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და პრაქტიკული ადაპტაციის ხელშეწყობაში (მაგ. მოქნილი სამუშაო საათები მაღალი დაბინძურების დღეებში).
- უმეტესობა ფიქრობს, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძებნისას, ყველაზე სანდო წყარო მეცნიერები, ჯანდაცვის პროფესიონალები და ექიმები არიან.
კვლევა ჩატარდა ACT Global-ის მიერ ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით პროექტის 'ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად' ფარგლებში.