EU4Dialogue: სათემო ინიციატივების კონკურსი

5 ივნისი 2026
ფოტო: UNDP | გელა ბედიანაშვილი

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, EU4Dialogue-ის მეორე ფაზის ფარგლებში აცხადებს სათემო ინიციატივების კონკურსს, ნდობის აღდგენისკენ მიმართული საგრანტო იდეების მისაღებად. 

პირველი ფაზის გამოცდილებასა და მიღწევებზე დაყრდნობით, EU4Dialogue-ის მეორე ფაზა მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული თემების მედეგობის გაძლიერებას,  ნდობის აღდგენასა და სოციალური ერთობის ხელშეწყობას. ინიციატივა მხარს უჭერს ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანთა უსაფრთხოების გაძლიერებას, თემების მხარდაჭერასა და მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობას.

კონკურსის მიზანი

კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება სათემო ინიციატივები, რომლებიც პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად და ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაძლიერებას.

პრიორიტეტული მიმართულებებია:

⦁ ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება
⦁ ქალთა გაძლიერება
⦁ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ინკლუზიური გარემო
⦁ ჯანდაცვა და განათლება
⦁ გარემო, კლიმატი, ენერგეტიკა
⦁ ტრავმასთან გამკლავება, სოციალური სოლიდარობა და ინკლუზიური განვითარების ინიციატივები
⦁ ციფრული ჩართულობა
⦁ ტრანსპორტი და სატრანსპორტო კავშირები 

ინიციატივები უნდა აერთიანებდეს  კომპონენტებს და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს თემების ჩართულობას, ცოდნის გაზიარებასა და ადგილობრივი მონაწილეობის გაძლიერებას.

 
პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივებს, რომლებიც:

• ხელს უწყობს დიალოგს, ნდობის აღდგენასა და თემების მედეგობის გაძლიერებას
• მხარს უჭერს გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ თემებს 
• ხელს უწყობს სოციალურ ინკლუზიასა და თანაბარ შესაძლებლობებს
• ქალებსა და ახალგაზრდებს ცვლილებების ლიდერებად წარმოაჩენს 
 

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივად რეგისტრირებულ არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ კონფლიქტით დაზარალებულ თემებთან მუშაობის გამოცდილება და კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობები.

არარეგისტრირებულ სათემო ჯგუფებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ შესაბამის რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

ინფორმაცია დაფინანსების შესახებ

თითოეული ორგანიზაციისთვის დაფინანსება განისაზღვრება 23,000-დან 90,000 აშშ დოლარამდე. 

პროექტის განხორციელების მაქსიმალური ვადაა 16 თვე. დამატებით ერთი თვე გათვალისწინებულია საბოლოო ანგარიშგებისთვის.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: eu4dialogue@undp.org

დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) და Word ფორმატებში.

ელფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს: „EU4Dialogue Phase II – Grant Scheme“

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

• საგრანტო განაცხადის ფორმა (დანართი A) 
• ბიუჯეტის ფორმა (დანართი B) 
• ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

თითოეულ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა. განაცხადის წარდგენის შემდეგ შესწორებული ვერსიები არ მიიღება. არასრული განაცხადები არ განიხილება.

დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება 2026 წლის 12 ივნისს, 11 საათზე შემდეგ ბმულზე: https://undp.zoom.us/j/83311447775

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 29 ივნისის ჩათვლით, 18:00 საათამდე (ადგილობრივი დროით).

აღნიშნული ვადის შემდეგ შემოსული განაცხადები არ განიხილება. 

დეტალური ინფორმაციისთვის, მათ შორის, მონაწილეობის პირობების, განაცხადის ფორმებისა და საგრანტო კონკურსის წესების შესახებ, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის სრულ ტექსტს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

EU4Dialogue-ის გუნდი თითოეული განაცხადის მიღებას სამი სამუშაო დღის ვადაში დაადასტურებს. თუ აღნიშნულ ვადაში დადასტურებას არ მიიღებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გუნდს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eu4dialogue@undp.org

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) არ იღებს პასუხისმგებლობას რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზზე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს განაცხადის დაგვიანებით მიღება ან დაკარგვა.