პროექტი

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში

მიმოხილვა

2015 წელს საქართველომ ხელი მოაწერა კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ სენდაის ჩარჩო-პროგრამასა და კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის ხელშეკრულებას. ქვეყანამ ასევე შეიმუშავა 2017-2020 წლების კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია იმისათვის, რომ ეფექტურად იმოქმედოს შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური ხელშეწყობით, დაეხმარა საქართველოს მთავრობას კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერებაში, კერძოდ, მრავალმხრივი საფრთხეების რუკების შედგენასა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებაში. ინიციატივის ფარგლებში მოხდა საბაზისო მონაცემების მოპოვება კატასტროფების რისკის შემცირების არსებული მდგომარეობისა და მართვის პრაქტიკის შესახებ, რაც საფუძვლად დაედო კატასტროფების რისკის შემცირების ფუნქციური სისტემის შექმნას საქართველოში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სალომე ლომაძე
პროექტის მენეჯერი
salome.lomadze@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
Nino.antadze@undp.org

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: