საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) 3.0

საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) 3.0

7 აპრილი 2026

საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) 3.0 წარმოადგენს ქვეყნის განახლებულ კლიმატურ ვალდებულებას პარიზის შეთანხმების ფარგლებში და განსაზღვრავს მკაფიო გზას დაბალემისიიური და კლიმატმედეგი განვითარებისკენ. 

მესამე თაობის განახლებული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი უფრო ამბიციური დოკუმენტია, რომლის ყველა სექტორი სამართლიანი გადასვლისა და მდგრადობის პრინციპებს ეფუძნება.

ძირითადი მიმართულებები:

  • სათბურის აირების ემისიების შემცირება 47%-ით 2030 წლისთვის (1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით). 
  • სამართლიანი გადასვლის პროცესის ხელშეწყობა ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიაზე დაფუძნებით. 
  • განახლებადი ენერგიის წილის ზრდა და ნეტო-ნულოვანი ენერგეტიკული სისტემების წახალისება.
  • სუფთა ტრანსპორტის განვითარება, მათ შორის ელექტრომობილობა და გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 
  • ენერგოეფექტურობის სავალდებულო სტანდარტები ახალი შენობებისთვის.
  • ნარჩენების მართვის რეფორმების გაფართოება.

დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშწყობით “კლიმატური დაპირების” ინიციატივის ფარგლებში.