პროექტი
საქართველოს მეორე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში და გაერთიანებული მესამე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში და მეექვსე ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ
მიმოხილვა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) ხელს უწყობენ საქართველოს მთავრობას მოამზადოს და წარადგინოს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით (UNFCCC) განსაზღვრული ანგარიშები.
2026-2028 წლებში, UNFCCC-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარადგენს მეორე ორწლიურ ანგარიშსა და ორ გაერთიანებულ ანგარიშს: მესამე ორწლიურ გამჭვირვალობის ანგარიშსა და მეექვსე ეროვნულ შეტყობინებას.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიმდინარე დახმარება საქართველოს პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშისა და მეხუთე ეროვნული შეტყობინების მიგნებებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება.
პროექტის მიზანია იმ სისტემებისა და ექპერტიზის გაძლიერება, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას უზრუნველყოფს.
რას ვაკეთებთ
UNDP-ის მიზანია მხარი დაუჭიროს კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების შესაძლებლობების გაძლიერებას ეროვნულ დონეზე პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენი მიმდინარე პროექტი კლიმატური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს:
- სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის სისტემის გაუმჯობესება
- ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მიმართულებით მიღწეული პროგრესის მონიტორინგი
- კლიმატის ცვლილების ზემოქმედების, მოწყვლადობისა და ადაპტაციის ღონისძიებების შეფასება
- კლიმატის სფეროში ფინანსური მხარდაჭერის, ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა
მოსალოდნელი შედეგები
- სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის მომზადებისა და მართვის სისტემების გამყარება და განვითარება.
- საქართველოს კლიმატური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება.
- კლიმატის ცვლილების ზემოქმედების, ადაპტაციისა და ზარალისა და ზიანის უკეთ გააზრება და დოკუმენტირება.
- ფინანსური, ტექნოლოგიური და შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული მხარდაჭერის გაუმჯობესებული მონიტორინგი, რომელიც უკვე მიღებულ დახმარებასა და სამომავლო საჭიროებებს გაითვალისწინებს.
- სათბურის აირების განახლებული ინვენტარიზაციის მონაცემები: 1990–2024 წლების პერიოდისთვის — მეორე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშისთვის, და 1990–2026 წლების პერიოდისთვის — გაერთიანებული მესამე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშისა და მეექვსე ეროვნული შეტყობინებისთვის.
- UNFCCC-ის ფარგლებში გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
73 თინა იოსებიძის ქუჩა
თბილისი 0160 საქართველო
საკონტაქტო პირები (გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი)
ქეთევან წითლიძე
პროექტის კოორდინატორი
ketevan.tsitlidze@eiec.gov.ge
თამთა დევდარიანი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი
tamta.devdariani@eiec.gov.ge
საკონტაქტო პირები (UNDP)
ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org
ირინა მიქელაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის პროგრამის ასისტენტი
irina.mikeladze@undp.org