ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება. პრაქტიკული გზამკვლევი. 2026
ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება. პრაქტიკული გზამკვლევი. 2026
21 სექტემბერი 2026
წინამდებარე გზამკვლევი წარმოადგენს პრაქტიკულ რესურსს გარემოსდაცვითი უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.
გზამკვლევში განმარტებულია გარემოსდაცვითი დემოკრატიის სამი ძირითადი მიმართულება:
- გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
- გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში საზოგადოების მონაწილეობა
- მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა
გზამკვლევში მიმოხილულია გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის გზები და აღწერილია შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები:
- რა ინფორმაცია მოვითხოვოთ და ვისგან
- როგორ მივიღოთ მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში
- რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს მივმართოთ და რა ვადებში
- რა მტკიცებულებები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი
- რა საერთაშორისო თუ არასასამართლო მექანიზმებია ხელმისაწვდომი გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისთვის
გამოცემაში ასევე მოყვანილია პრაქტიკაში გამოსაყენებელი ფორმები ინფორმაციის მოთხოვნის, ადმინისტრაციული საჩივრებისა და საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიმართვისთვის.
გზამკვლევის შემუშავება ეფუძნება 2023 წლის კვლევას “გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში”, რომელშიც აღწერილია საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მიმართულებით და მიმოხილულია გარემოსდაცვით უფლებათა განხორციელების მხრივ არსებული გამოწვევები.
სამუშაო ჯგუფი
ავტორი: ანა ბერიძე
სარედაქციო ჯგუფი: ლევან ასათიანი, ივანე ჩიტაშვილი
დისქლეიმერი
გზამკვლევი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს UNDP-ისა და გერმანიის მთავრობის თვალსაზრისს.