ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD)

მიმოხილვა

ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას. პროგრამა ხორციელდება ოთხ სამიზნე რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

ამ ინიციატივის კონკრეტულ მიზნებს შორისაა ადგილობრივ დონეზე ეფექტური, ადამიანებზე მომართული და გამჭირვალე მმართველობის განვითარება, რაც დეცენტრალიზაციის, ინკლუზიური და ფაქტებზე დაყრდნობილი პოლიტიკის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ადგილზე სერვისების მიწოდების ხელშეწყობის მეშვეობით ხორციელდება.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს სამიზნე რეგიონებში ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამისა (PIRDP) და ეროვნული დეცენტრალიზაციის 2022-2025 წ სტრატეგიის განხორციელებას.

რას ვაკეთებთ

პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ხელს ვუწყობთ:

  • ფაქტებზე დაყრდნობილი და ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი საჯარო სერვისების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
  • ადგილობრივი ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას;
  • ეროვნული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ყაზბეგის გამზირი 12
თბილისი 0176 საქართველო

საკონტაქტო პირები

ნინო კაკუბავა
პროექტის მენეჯერი
nino.kakubava@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org

 

Impact

START DATE

December 2021

END DATE

December 2025

STATUS

Ongoing

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

Min. of Reg. Devlpm. & Infra

DONORS

EUROPEAN COMMISSION

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$1,659,642

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2021$0

2022$367,556

2023$456,348

2024$85,924

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია


Active filters: