ტურიზმისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები გურიის რეგიონში
ჩაის გზა - ზღვიდან მთამდე
12 July 2019
2019 წლის 11-12 ივლისს 25 ტურისტული კომპანიისა და შავი ზღვისპირეთის 20-მდე სასტუმროს წარმომადგენელი შეიკრიბა გურიაში „ჩაის გზის“ ტურისტული პოტენციალის განსახილველად. შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა გურიისა და აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
მეწარმეებთან შეხვედრა, საკალმახე მეურნეობების მონახულება და ეთნოგრაფიული მარშრუტების გაცნობა საფუძველს ჩაუყრის რეგიონის ტურისტული განვითარების ახალ ხედვას.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო მხარდამჭერები - ტურიზმის ეროვნული სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები და სხვა პარტნიორები.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org