ჯანმრთელობის უფლების რეალიზება საქართველოში: საყოველთაო დაფარვა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმთა ხელმისაწვდომობა
ჯანმრთელობის უფლების რეალიზება საქართველოში: საყოველთაო დაფარვა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმთა ხელმისაწვდომობა
19 თებერვალი 2026
წარმოდგენილ საბაზისო კვლევაში გაანალიზდა საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა – რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს ქვეყანაში – განსაკუთრებული აქცენტით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ბოლო წლებში ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების მიუხედავად (როგორიცაა გაზრდილი დაფარვა და პაციენტთა მიერ სამედიცინო სერვისებში გადახდილი ხარჯების შემცირება), კვლევა წარმოაჩენს სტრუქტურულ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება სამედიცინო სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობას, მათ ხარისხსა და მდგრადობას და ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებათა მიღების გამჭვირვალობას. დოკუმენტში ასევე გაანალიზდა პაციენტთა ზოგადი უფლებრივი გარანტიები და არსებული მონიტორინგისა თუ მარეგულირებელი მექანიზმების ეფექტიანობა.
დოკუმენტის მიგნებები და რეკომენდაციები ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ ჯანმრთელობის უფლებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. კვლევა ასევე იყენებს ჩარჩო კონცეფციას „ანგარიშვალდებულება გონივრულობისთვის“.
ძირითადი მიგნებები
- არასათანადო სამართლებრივი რეგულირება და გადაწყვეტილების მიღების გაუმჭვირვალე პროცესი.
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფარვის ხარვეზები და ფინანსური ბარიერები
- უთანასწორობა შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე
- პირველადი ჯანდაცვის ხარვეზები და არათანაბარი განაწილება ქალაქად და სოფლად
- რეფერალური კომიტეტის ფართე დისკრეცია და ზედამხედველობის პრობლემა
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სამედიცინო სერვისების ხარისხზე არასათანადო ზედამხედველობა
- პაციენტთა უფლებების სათანადოდ რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები
- სამედიცინო პრაქტიკისა და პროფესიული სტანდარტების სუსტი მონიტორინგი
- გასაჩივრების არასათანადო შიდა მექანიზმები
- ხარვეზები ცენტრალიზებული ზედამხედველობის მექანიზმებში
- სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს არასათანადო ეფექტიანობა
- პროფესიული განვითარების საბჭოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა და გამჭირვალეობა
კვლევა შექმნილია დანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის (DIHR) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებლები არიან ავტორები და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს