UNDP საქართველო

შესყიდვები

მიმდინარე შესყიდვები

 

 

საქმიანი თანამშრომლობა

გაეროს განვითარების პროგრამა უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც დონორები თავის ფინანსურ რესურსებს, ხოლო განვითარებადი ქვეყნები თავისი ეროვნული პრიორიტეტებისა და მიზნების ხელშეწყობას ანდობენ. 

ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით დონორების მხრიდან მიღებულ დაფინანსებას და მტკიცედ ვიცავთ მდგრადი განვითარების მხარდაჭერის პრინციპებს. 

ჩვენი შესყიდვების პოლიტიკა სამართლიანობის, პატიოსნებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს ეფუძნება, რაც ღია, კონკურენტულ და წესებზე დაფუძნებულ პროცესს უზრუნველყოფს.

ჩვენს ინგლისურენოვან გვერდზე გაეცანით UNDP-ში მიღებული შესყიდვების სხვადასხვა ფორმებს, ჩვენს კორპორაციულ პოლიტიკას თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ და საჩივრების შემოტანის წესებს.