ჩვენი საქმიანობა

ეკონომიკური განვითარება

მიმოხილვა

UNDP-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამა ხელს უწყობს სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირებას.

საქართველოს ეკონომიკურ წარმატების მისაღწევად, ჩვენი მიზანია სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების აღმოფხვრა და თანამშრომლობის სივრცის შექმნა მდგრადი, თანასწორი და კლიმატგონივრული ეკონომიკური ზრდისთვის.

ამ მხრივ, ჩვენ ხელს ვუწყობთ შესაბამისი პოლიტიკის, ინსტიტუტებისა და სისტემების შექმნას და მხარს ვუჭერთ ისეთი სფეროების განვითარებას, როგორიცაა ადგილობრივი მეწარმეობა, ინოვაციები, ციფრული გარდაქმნა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლება და გადამზადება.       

ჩვენს პროექტებსა და ინიციატივებს წვლილი შეაქვთ საქართველოს ეროვნული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში.

21.3%

ცხოვრობს სიღარიბეში

2021

41.7%

ცხოვრობს სოფლად

2018

20.6%

უმუშევარია

2021

ვრცლად

საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, UNDP ხელს უწყობს ეკონომიკის საკვანძო მიმართულებების განვითარებას: 

  • მდგრადი და დივერსიფიცირებული სოფლის განვითარება
  • პროფესიული განათლებისა და გადამზადების რეფორმა
  • კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი
  • ინოვაციები და ციფრული გარდაქმნა
  • კლიმატგონივრული ეკონომიკური ზრდა და მწვანე ეკონომიკა

პროექტები