პროექტი
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის შედეგების დასაძლევად
მიმოხილვა
წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მრავალმხრივ მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად.
პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).
პროექტის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობდა, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობა კრიზისის დაძლევაში გენდერული თანასწორობისა და ქალებისა და გოგონების საჭიროებების გათვალისწინებას ენიჭებოდა. სამი ძირითადი სამიზნე ჯგუფი ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს, საჯარო მოხელეებსა და ხანდაზმულ მოსახლეობას მოიცავდა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდის (MPTF) 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით.
აქტივობები
- პერსონალური დაცვის საშუალებების (PPEs) მარაგის შევსება; ტრენინგები COVID-19-ის შესახებ ჯანდაცვის სისტემის მუშაკებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში; საავადმყოფო ქსელის აღჭურვილობის გაუმჯობესება COVID-19-ს ვირუსით გამოწვეული გართულებების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის;
- ქალთა და ბავშვთა ბაზისური ჯანდაცვის სერვისებზე (იმუნიზაცია, ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემგომ ზრუნვა) წვდომის აღდგენა იმ პერიოდში, როდესაც ჯანდაცვის სიტემის რესურსი COVID-19-თან ბრძოლაზე არის მიმართული.
- მოზარდთა განათლების პროცესის აღგენა იქ, სადაც პანდემიით გამოწვეულმა განათლების წყვეტამ ბავშვების სკოლაში დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ან არსებობს ეჭვი, რომ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვი შესაძლოა უგულებელყოფის ან ძალადობის მსხვერპლი გახდეს;
- COVID-19-ის პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ბავშვებისთვის შინ სწავლების შესაძლებლობების განვითარება; და შინ სწავლების პირობებში მოზარდებში გაჩენილი იზოლირების შეგრძნებისა და სტრესის დაძლევა;
- სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში დაავადების გავრცელების ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ფუნქციური პრევენციის უზრუნველყოფა;
- საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი სისტემებით აღჭურვა მოქალაქეებისგან შეტყობინებების გაზრდილი რაოდენობის უკეთ მართვისთვის;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსების უზრუნველყოფა ადილობრივ დონეზე პანდემიით გამოწვეული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მოსახლეობაში არსებული მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისთვის.
- მოხუცებსა და უსახლკარო ადამიანებზე ზრუნვის სისტემის გაუმჯობესება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც შესაბამისი სერვისები არაა უზრუნველყოფილი;
- პერსონალური დაცვის საშუალებების (PPEs) არა-მედიკოსი პროფესიონალების, მოხალისეებისა და ადგილობრივი მოხელეებისთვის მიწოდება რათა მათ შეძლონ რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სერვისების უზრუნველყოფა; და
- რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობის სოფლის მეურნეობაში ჩართულობის, როგორც პანდემიის დროს ადაპტაციის სტრატეგიის მხარდაჭერა.
შედეგები
- სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის უნარის განვითარება ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ადგილზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის;
- ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გამყარება პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დაძლევის საქმეში;
- სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაზრდა COVID-19-ის პრევენციის გაუმჯობესებისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით;
- ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სერვისების უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველყოფა COVID-19-ის მიერ გამოწვეული მეორადი შედეგების დასაძლევად.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო კაკუბავა
პროექტის მენეჯერი
nino.kakubava@undp.org