ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში

მიმოხილვა

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ინიციატივა ეხმიანება „საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების 2017 წლის სამოქმედო პროგრამას“ და პასუხობს პროგრამის სამი კომპონენტიდან ერთს: ბიზნესის განვითარების გაძლიერება.

ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროსგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან. 

რას ვაკეთებთ

  • სამიზნე კლასტერების განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით.
  • სტრატეგიული ინვესტიციები კომპანიებში, რომლებიც საჭიროდაამიჩნეული კლასტერის გაუმჯობესებების ხელშესაწყობად.
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული, კლასტერიზაციასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და განხორციელების შესაძლებლობების კონსოლიდაცია.
  • ადგილობრივი საწარმოების დაკავშირება დიასპორასთან.

მოსალოდნელი შედეგები

  • პოლიტიკის შემმუშავებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გაძლიერებული შესაძლებლობები, განსაზღვრონ და განავითარონ კლასტერები (UNIDO).
  • შეფუთვისა (UNDP) და თესლეულის/სანერგე მეურნეობების (FAO) საპილოტე კლასტერების განვითარება ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად.
  • კომპანიებში და/ან პროექტებში სტრატეგიული ინვესტიციების მხარდაჭერა კლასტერების გასავითარებლად (UNDP).
  • დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში (IOM).

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები

კონსტანტინე ჭანტურია
პროექტის მენეჯერი
konstantine.chanturia@undp.org

ქეთევან მეტრეველი
ფინანსური ასისტენტი
ketevan.metreveli@undp.org

გიორგი ნანობაშვილი
UNDP-ს ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org

 

Impact

START DATE

February 2019

END DATE

December 2023

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

MinistryofAgriculture Georgia

DONORS

MPTF-JP Georgia EU IPSC

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

Unspecified

TOTAL CONTRIBUTIONS

$3,713,229

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2019$236,485

2020$469,038

2021$294,767

2022$1,047,725

2023$848,253

2024$-246

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: