სიღარიბის დასრულება საქართველოში

Ending Poverty in Georgia: New Economic Modeling

Report. English

pdf (1MB)

Download

სიღარიბის დასრულება საქართველოში

29 August 2023

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით მომზადებული კვლევითი ნაშრომი „სიღარიბის დასრულება საქართველოში“ ასახავს საქართველოს ეკონომიკაზე უკრაინის ომის გავლენის ანალიზს. კვლევა შეისწავლის ამ ზემოქმედების გავლენას უმუშევრობაზე, სიღარიბეზე და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ჯგუფებზე. 2022-2027 წლების სიღარიბის დონის პროგნოზირების მიზნით, კვლევაში გამოყენებულია ახლადშემუშავებული„საქართველოს სოციალური აღრიცხვის მატრიცა (SAM) 2021“ და სიღარიბის მოდელი (Poverty Model). 

UNDP-სა და ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით, განხორციელდა გარე სექტორის ძირითადი მაჩვენებლების შეფასება და პროგნოზირება, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, ექსპორტი და იმპორტი. ეს პროგნოზები გამოყენებული იყო SAM მოდელში, ეკონომიკური ზრდის და შინამეურნეობების პოტენციური მოხმარების შესაფასებლად. 

მოდელირების შედეგები:

მომდევნო წლებში მოსალოდნელია სიღარიბის შემცირება. Business As Usual სცენარის მიხედვით, 2023-2027 წლებში მოსალოდნელია მშპ-ს საშუალო ზრდა 4.8%-ით. ეს გამოიწვევს სიღარიბის მაჩვენებლის 3,7 პროცენტული პუნქტით შემცირებას, რაც 11,9%-მდე ჩამოვა.

სიღარიბის შემცირება გრძელდება, მაგრამ ადრეულ მონაცემებთან შედარებით უფრო ნელი ტემპით. სიღარიბის საშუალო წლიური კლება 2013-2017 წლებში შეადგენდა 1.6%-ს და 2018-2022 წლებში 1.3%-მდე შემცირდა. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2023-2027 წლებში სიღარიბე საშუალოდ წლიურად 0.7%-ით შემცირდება. 

•  ურბანულ დასახლებებშისიღარიბე უფრო დაბალია და უფრო სწრაფად იკლებს, ვიდრე სოფლად. 2018-2022 წლებში სიღარიბე ურბანულ დასახლებებში  5,7%-დან 12,3%-მდე შემცირდა,  სოფლად კი  2,5%-დან 20,6%-მდე. SAM 2021-ის თანახმად, 2022-2027 წლებში სიღარიბის კლება მოსალოდნელია როგორც ქალაქში, ასევე სოფლად, 3.9%-ით და 3.4%-ით შესაბამისად.

მოსალოდნელი შედეგები:

მშპ-ს ზრდა და მთავრობის გაზრდილი შემოსავლები ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას და უთანასწორობის შემცირებას. მოკლევადიან პერსპექტივაში, სოციალური დანახარჯების ზრდა  უფრო მეტ ოჯახსგამოიყვანს სიღარიბიდან. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯანდაცვასა და განათლებაში ინვესტირების პრიორიტეტიზაცია შეუწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას.