ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები. 2023

Publication “Human Rights Protection: European Experience and National Challenges”

Articles. Georgian

pdf (1MB)

Download

ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები. 2023

17 April 2024

წინამდებარე სტატიების კრებული მოიცავს ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ადამიანის უფლებების სფეროში როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული კუთხით.  

პუბლიკაციის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს არა მხოლოდ გამოცდილი იურისტების მოსაზრებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, არამედ ახალგაზრდა, დამწყები იურისტების შეხედულებებიც. ამ ნაშრომებში ავტორები გამოხატავენ საყურადღებო მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა. 

კრებული მოიცავს სტატიებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის:

  • სუფთა ჰაერზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვა, როგორც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება; 
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: გამოწვევები ქართულ და ევროპულ პრაქტიკაში; 
  • ადამიანის უფლებების დაცვა ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის რეგულირების დასაწყისი. 

პუბლიკაცია შექმნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.