გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება - სასწავლო მოდული ადვოკატებისთვის
18 თებერვალი 2026
წინამდებარე სასწავლო მოდული აერთიანებს 12 ვიდეო ლექციასა და 9 თემატურ დოკუმენტს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებისა და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შესახებ.
საქართველოში არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2023 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი ინფორმირებულობა და სისტემური ბარიერები აფერხებს მოქალაქეთა უფლებების ეფექტიან რეალიზებას.
წინამდებარე კურსი სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა UNDP-ის პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში, რომელიც გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
ადვოკატებისთვის მომზადებული კურსის გავლა შესაძლებელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო პლატფორმაზე. მასალა ხელმისაწვდომია გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის ჩვენს ვებ გვერდზე.