კარგი მმართველობის გამოყენება საქართველოს სპორტული ორგანიზაციების მიერ. 2020

Georgian

pdf (1MB)

Download

კარგი მმართველობის გამოყენება საქართველოს სპორტული ორგანიზაციების მიერ. 2020

25 September 2020

წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენებას საქართველოს სპორტული ორგანიზაციებიის მიერ. კვლევის შედეგები ეყრდნობა 18 ეროვნული ფედერაციისა და 3 რეგიონული სპორტული ორგანიზაციის შესწავლას. კვლევაში გამოყენებულია დანიის სპორტულ სწავლებათა ინსტიტუტის (Play the Game) მიერ პროექტის „National Sports Governance Observer” ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგია ეროვნული და რეგიონული სპორტული ორგანიზაციებისთვის.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს სპორტულ ორგანიზაციებში კარგი მმართველობის პრინციპები სუსტად სრულდება და 100%-დან 23%-ს შეადგენს: გამჭვირვალეობა - 19% („არ სრულდება“), დემოკრატიული პროცესები - 37% („სუსტად სრულდება“), შიდა ანგარიშვალდებულება - 18% („არ სრულდება“), სოციალური პასუხისმგებლობა - 16% („არ სრულდება“). კვლევაში ასევე შესულია რეკომენდაციები სპორტულ ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად. 

კვლევა მომზადებულია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.