საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა - ფაზა 2

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK Aid-ის ფინანსური დახმარებითა და ეროვნულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ეხმარება საქართველოს მთავრობას საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროექტი ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ პრიორიტეტებს და საჯარო მმართველობის რეფორმის სამ მიმართულებას: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

პროექტი ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის  „საჯარო მმართველობის რეფორმის  ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის პირველი ფაზის წარმატებებსა და გამოცდილებას. პროექტის მეორე ფაზა ორიენტირებულია ისეთი პროცესების ხელშეწყობაზე, რომლებიც სამიზნე სფეროებში ახალი კანონების, წესებისა და რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელებას და რეალურ შედეგებს უზრუნველყოფს.

პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა ეროვნული განვითარების დღის წესრიგის შესრულების საქმეში, რაც ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას უწყობს ხელს, უფრო ეფექტური, პროფესიული და დამოუკიდებელი საჯარო მმართველობის მეშვეობით, რომელიც მეტი ანგარიშვალდებულებით უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების მიწოდებასა და მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირებას.

რას ვაკეთებთ

პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია: ხელს ვუწყობთ საქართველოს მთავრობას პოლიტიკის განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებში ერთიანი მიდგომების დანერგვაში, მონიტორინგისა და შეფასების ძლიერი ინსტრუმენტების შემოღებაში, ტრენინგების, საკონსულტაციო  და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის  გზით.

ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა: მხარს ვუჭერთ კარიერულ პრინციპზე დაფუძნებულ, ერთიან სტანდარტზე მორგებულ საჯარო სამსახურის შექმნას, რომელიც დაცულია მიკერძოებული გადაწყვეტილებებისგან და ხელს ვუწყობთ საჯარო სამსახურის რეფორმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან სტანდარტით შემუშავებული სასწავლო პროგრამების სისტემის შემოღებას; ეფექტურ საერთაშორისო მოდელებზე დაფუძნებულ მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვას; საჯარო სამსახურში დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების შემოღებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას საჯარო მმართველობის რეფორმის უფრო ეფექტიანი განხორციელებისათვის. 

სახელმწიფო სერვისების მიწოდება: სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვით, ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო სერვისების სფეროში არსებული მიღწევების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადობის შენარჩუნებისათვის. ასევე, ხელს ვუწყობთ ონლაინ სერვისების მზარდ მოხმარებას, ელექტრონული პლატფორმების გაუმჯობესების გზით.

შედეგები

პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია

  • შეიქმნა  სახელმწიფო პოლიტიკის მარეგულირებელი სისტემა, ერთიანი მთავრობის (Whole of Government) პრინციპებზე დაყრდნობით,  სახელმწიფო უწყებებში პოლიტიკის შემუშავების პროცესების ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის კომპონენტის ინტეგრირების მიზნით.
  • შემუშავდა სასწავლო პროგრამა, რომელიც ეფუძნება პოლიტიკის შემუშავების ახალ მარეგულირებელ ჩარჩოს, სამთავრობო უწყებებში ახალი პრაქტიკის განხორციელების ხელშესაწყობად: პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სასწავლო კურსი გაიარა 49 უწყების 291-მა საჯარო მოხელემ, ყველა დარგობრივი სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვის ერთეულის თანამშრომლების 94 პროცენტმა.

საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა

  • განხორციელდა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებები ერთიანი და პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების მიზნით.
  • საჯარო სამსახურის ბიუროსა და დარგობრივ სამინისტროებს გაეწია დახმარება საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებების პრაქტიკულ ტრანსფორმაციაში, საჯარო სამსახურის დამსახურებაზე დაფუძნებული, პროფესიული და ერთიანი მოდელის ჩამოყალიბების მიზნით.
  • დარგობრივ სამინისტროებს ჩაუტარდათ კონსულტაციები და ქოუჩინგი, საჯარო მოხელეთა შეფასების და პროფესიული განვითარების სისტემების დანერგვის მიზნით. მხარდაჭერა ასევე მოიცავდა სასწავლო მასალების და ციფრული პლატფორმების შექმნაში დახმარებასაც, რაც ახლად დანერგილი სისტემების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება.

სახელმწიფო სერვისების მიწოდება

  • შეიქმნა ახალი ან არსებული (მათ შორის ელექტრონული) სახელმწიფო სერვისების შემუშავებისა და მიწოდების ერთიანი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.
  • მეთოდოლოგიური საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფო სერვისების თანამიმდევრულობისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას; გაიზარდა ელექტრონული სერვისების რაოდენობა და გამოყენება, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის დროს.
  • შემუშავდა სახელმწიფო სერვისების დიზაინის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და ფასწარმოქმნის საერთო პრინციპები და სტანდარტები, რომელთა საფუძველზე შეიქმნა და დამტკიცდა 2022-2025 წლების საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სტრატეგია. მეთოდოლოგიური პაკეტების შექმნის შედეგად, 200-მდე საჯარო მოსამსახურე გადამზადდა ახლად შემუშავებული სტანდარტების მიხედვით და მათი პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით.
  • ელექტრონული სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მეთოდოლოგიური პაკეტების და სასწავლო პროგრამების შემუშავების და შიდა სისტემების უსაფრთხოების გაძლიერების მხარდაჭერის შედეგად, გაუმჯობესდა ცოდნისა და ექსპერტიზის მართვა ელექტრონულ მმართველობის მიმართულებით და გაიზარდა სერვისების მიმწოდებელი სააგენტოების ინსტიტუციური მედეგობა კიბერ საფრთხეებისადმი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გრანტები

  • ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გრანტების პროგრამის ექვსი ციკლი და სულ გაიცა 28 გრანტი, რამაც ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას საჯარო მმართველობის რეფორმის სხვადასხვა სფეროების და საკითხების გარშემო.           

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ფალიაშვილის ქ. 15ა 
თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირები

ნანა წიკლაური
პროექტის მენეჯერი
nana.tsiklauri@undp.org

გიგი ბრეგაძე
UNDP-ს დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
gigi.bregadze@undp.org 

 

Impact

START DATE

April 2021

END DATE

December 2025

STATUS

Ongoing

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

GEO -Government Administration

DONORS

DEPARTMENT FOR INTERNATIONAL DEVELOPMENT (DFID)

Foreign, Commonwealth & Development Office

UNITED NATIONS DEVELOPMENT PRO

TOTAL CONTRIBUTIONS

$1,973,372

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2021$547,778

2022$614,100

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია


Active filters: