კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში. 2022

კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში. 2022

16 June 2022

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს კვლევას, რომელიც შეისწავლის საჯარო სამსახურში არსებული კეთილსინდისიერების და მამხილებელთა დაცვის არსებულ ტენდენციებს და პრაქტიკას, კეთილსინდისიერებისა და ეთიკის საკითხთა შესახებ საჯარო მოსამსახურეთა დამოკიდებულებებს და აღქმებს.

კვლევა ეყრდნობა სამაგიდე და თვისებრივ, ასევე, რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიას. რაოდენობრივი კვლევის მიზნებისთვის ინფორმაცია შეგროვდა 219 საჯარო დაწესებულებიდან და გამოიკითხა 242 საჯარო მოსამსახურე.

პუბლიკაცია მომზადებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით.  

ძირითადი მიგნებები:

  • კანონმდებლობა საჯარო დაწესებულებებს არ ავალდებულებს ეთიკის კოდექსების და მათი აღსრულების პრაქტიკული ინსტრუმენტების (განმარტებითი სახელმძღვანელო) შემუშავებას.
  • კანონმდებლობა არ ადგენს მხილების შიდა პროცედურების ერთიან სტანდარტს და არ ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს, რომ შექმნან მხილების შიდა არხები.
  • საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტი, ეთიკის კოდექსი და მათი განხორციელების პრაქტიკული ინსტრუმენტები მიღებული არ აქვთ.
  • საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ (87 უწყება) განმარტა, რომ მხილების შიდა არხები მათთან არ ფუნქციონირებს. 80-მა უწყებამ არ დააკონკრეტა აღნიშნული საკითხი, ხოლო 52-მა საჯარო დაწესებულებამ IDFI-ს დაუდასტურა მხილების შიდა არხების ფუნქციონირება.
  • გამოკითხულთა 53% გამოხატავს პოზიტიურ დამოკიდებულებას მხილების ინსტიტუტთან დაკავშირებით.
  • გამოკითხული საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს დაწესებულებაში არსებულ კეთილსინდისიერების გარემოს.