პროექტი

ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების გეგმა - ფაზა 2

მიმოხილვა

მონრეალის ოქმისა და ვენის კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების - ქლორ-ფტორ-ნახშირბადებისა და წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარების შემცირების კუთხით. ქვეყანამ მიიღო ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირების ორეტაპიანი სტრატეგია და მიზნად დაისახა ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების შემცირება 67.5%-ით 2025 წლისთვის, და 97.5%-ით 2030 წლისთვის.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებით, მხარს უჭერს საქართველოს ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების გეგმის შესრულებაში. მიმდინარე პროექტი სამი სტრატეგიული მიმართულებით ხორციელდება:

  1. HCFC-ების მიწოდების, მოთხოვნის და ემისიების კონტროლი
  2. HCFC-ების შეგროვება, გადამუშავება და აღდგენა, მათ შორის ვადაგასული სამაცივრო და კონდიცირების მოწყობილობებიდან
  3. ბუნებრივი/დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე მაცივარაგენტების გამოყენების წახალისება, მათ შორის, ფისკალური ინიციატივებისა და მავნე ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის გადახედვის გზით.

შედეგები

  • ამოქმედდა მაცივარაგენტების გამოყენების ელექტრონული ანგარიშგებისა და ნებართვების და სერვისის ტექნიკოსების ონლაინ სერტიფიკაციის სისტემები.
  • გადამზადდა 400-ზე მეტი საბაჟო ოფიცერი, გარემოსდაცვითი ინსპექტორი და სამაცივრო ტექნიკოსი გარემოს დაცვის ახალი სტანდარტების საკითხებზე.
  • გაუმჯობესდა სამაცივრო სექტორის მომსახურების ეკოლოგიური და უსაფრთხოების სტანდარტები.
  • განახლდა პროფესიული განათლების პროგრამები კარგი სერვისის პრაქტიკის, ენერგოეფექტურობისა და გადამუშავების, აღდგენისა და ხელახლა მოხმარების ქსელის (RRR) პრინციპების პოპულარიზაციისთვის.
  • შემუშავდა რეკომენდაციები მწვანე სახელმწიფო შესყიდვებისთვის (GPP), რომელიც გარემოსთვის უფრო მეგობრული სამაცივრო და კონდიცირების სისტემების შესყიდვას შეუწყობს ხელს.
  • საბაჟო ოფიცრებსა და გარემოსდაცვით ინსპექტორებს გადაეცათ ახალი აღჭურვილობა: ჟონვის დეტექტორები, მაცივარაგენტების იდენტიფიკატორები და ტაბლეტები. 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები

ლალი თევზაძე
პროექტის მენეჯერი
lali.tevzadze@undp.org

ლიანა თურქია
ფინანსური ასისტენტი
liana.turkia@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი 
nino.antadze@undp.org

დაკავშირებული მასალები

Impact

START DATE

January 2021

END DATE

December 2027

STATUS

მიმდინარე

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER
DONORS

MONTREAL PROTOCOL

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$561,349

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2021$18,815

2022$4,148

2023$118,996

2024$94,391

2025$60,995

2026$6,050

Full Project information