ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად - კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსი სტუდენტებისთვის სტატიების წარსადგენად ოზონის შრის დაცვის შესახებ

8 April 2024
Contest for Students "Youth For Ozone"

კონკურსი სტუდენტებისთვის "ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად"

გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი აცხადებენ კონკურსს სტუდენტებისთვის სახელწოდებით „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება ოზონის შრის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ზოგადად, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის; თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ოზონის შრის დაცვას და იმ ახალ გამოწვევებზე, რომლებიც დღის წესრიგში დადგა კლიმატის ცვლილების ფონზე. ასევე სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების კვალიფიცირებული სპეციალისტების ნაკლებობაზე საქართველოში.

კონკურსის თემები
  • თანამედროვე ტექნოლოგიები სამაცივრო, თბური ტუმბოების და ჰაერის კონდიცირების სისტემებში;
  • ენერგოეფექტური გათბობის და გაგრილების სისტემები;
  • პასუხი გამოწვევაზე - ოზონის შრის დაცვა და კლიმატს ცვლილება
ვისთვისაა განკუთვნილი საგრანტო კონკურსი

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. 2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით უნდა იყოს საქართველოში ავტორიზებული  სასწავლებლების პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  2. წარმომდგენი პირი თავად უნდა იყოს ნაშრომის ავტორი. თანაავტორი არ უნდა იყოს 2-ზე მეტი არასტუდენტი პირი;
  3. დარეგისტრირებული იყოს  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/FMVD5PGszJKagz4X7
ნაშრომების წარდგენა
  • ნაშრომის გვერდების რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს  - 30 გვერდისა (ნახაზების და დანართების გარეშე)
  • ფონტი: Sylfaen; ზომა: 11
  • ნაშრომის ფორმატი: Word და/ან pdf
შეფასების კრიტერიუმები
  • გამოწვევა და მისი სიღრმისეული ანალიზი
  • ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბურის აირების ემისიების შემცირების საკითხის გადაწყვეტა საქართველოში 
  • ინოვაციურობა
  • გენდერული საკითხების ინტეგრირება
  • სტილისტური გამართულობა
საკონკურსო კომისია 

საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იქნება გაეროს განვითარების პროგრამის (2), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (2), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (2) და ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის (2) წარმომადგენლებით.

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნება სამი საუკეთესო ნაშრომი. ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან ტექნიკის მაღაზიის ფასიანი ვაუჩერით:  I ადგილი - 1500 ლარი;  II ადგილი 1300;  III ადგილი - 1000 ლარი.

დაჯილდოების ღონისძიება

გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის ჯილდოების გადაცემა მოხდება სტუდენტურ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. # 68, თბილისი).

ღონისძიებაზე მოწვეული იქნება ყველა ის სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს საკონკურსო მასალებს.

საკონკურსო ნაშრომების წარდგენის ვადები და პირობები

ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 2024 წლის 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Ugrekhelidzeirine05@gtu.geდა lali.tevzadze@undp.org

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
  • ირინა უგრეხელიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 551 970301, Ugrekhelidzeirine05@gtu.ge
  • ლალითევზაძე, პროექტის მენეჯერი, გაეროს განვითარების პროგრამა, 557 736919, lali.tevzadze@undp.org