პროექტი
ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის
მიმოხილვა
ევროკავშირი და გაეროს ორი სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან (UBA) თანამშრომლობით, ხელს უწყობენ საქართველოს მწვანე, ცირკულარული და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში. პროექტის ექსპერტული მხარდაჭერა ხორციელდება შვედეთის ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სავაჭრო ასოციაციის, Avfall Sverige-ს მეშვეობით.
ერთობლივი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4.5 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, მიზნად ისახავს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემების გაძლიერების გზით, რაც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს.
რას ვაკეთებთ
პროექტის ძირითადი კომპონენტებია:
- ინკლუზიური მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პოლიტიკის განხორციელება: ინკლუზიური და სამართლიანი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით შეფუთვებისა და ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით. პროექტის სამიზნე ნარჩენების ნაკადები მოიცავს გამოყენებულ პორტატულ ბატარეებსა და აკუმულატორებს, ტყვიის მჟავა ბატარეებს, ნარჩენ ზეთებს, ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენებს (WEEE), საბურავებს, სატრანსპორტო საშუალებებს და შეფუთვის ნარჩენებს. შეფუთვის ნარჩენების კატეგორია მოიცავს ქაღალდსა და მუყაოს, პლასტმასას, ლითონსა და შუშას.
- უნარების გაძლიერება და ცოდნის გაზიარება: ტექნიკური დახმარება, ტრენინგები და საგანმანათლებლო ვიზიტები მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სოციალური საწარმოებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების უნარების გასაძლიერებლად.
- ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესება: სახელმწიფო და კერძო დაფინანსების წყაროებზე წვდომის გაუმჯობესება გრანტების, შეღავათიანი სესხებისა და ინვესტორებთან თანამშრომლობის გზით. პროექტის სამიზნე კატეგორიებს მოიცავს ქალების ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი თემების მიერ განხორციელებული ინიციატივები.
- ცნობიერებისა და ქცევის ცვლილება: მომხმარებლების, ახალგაზრდებისა და საცალო ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების ინფორმირება მათი როლის შესახებ ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების პროცესში. სკოლების, ეკოკლუბებისა და ინფლუენსერების ჩართვა მდგრადი პრაქტიკების პოპულარიზაციაში.
- გადამუშავების ინფრასტრუქტურის განვითარება: ინკლუზიური და ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება ნარჩენების განცალკევებული შეგროვების, წინასწარი დამუშავებისა და გადამუშავებისთვის, მათ შორის ბატარეების, ელექტრონული ნარჩენების, ზეთების, საბურავების, შეფუთვებისა და ავტომობილების მიმართულებით.
მოსალოდნელი შედეგები
- მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემების გაუმჯობესებული განხორციელება.
- მინიმუმ ოთხი მოქმედი ან არსებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერება და ახლების შექმნა.
- ინკლუზიური ნარჩენების მართვის გეგმებისა და ტექნიკური სახელმძღვანელოების შემუშავება.
- დაფინანსების ზრდა გადამუშავების საქმიანობასა და მწვანე მეწარმეობისთვის.
- ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულბისა და ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებში.
- საინფორმაციო კამპანიები და სკოლების საგანმანათლებლო პროგრამები ნარჩენების შემცირების შესახებ.
- ადგილობრივ დონეზე ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
29, ჭავჭავაძის გამზირი
თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირები
გიორგი დევიძე
პროექტის მენეჯერი
giorgi.devidze@undp.org
ეკატერინე მენთეშაშვილი
ადმინისტრაციული და ფინანსური ასისტენტი
ekaterine.menteshashvili@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org