ძლიერი ქალი მომავლის სოფლისთვის

სოფლად მცხოვრებ ქალთა წარმატების ისტორიები

27 October 2022
The Future Women Build
ფოტოს ავტორი: UNDP/ვლადიმირ ვალიშვილი

 

ხუთი წარმატებული ქალი შეხვდა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებსა და საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. თავის გულწრფელ და ინსპირაციულ გამოსვლებში მათ სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

ხუთი ქალის განსხვავებულ ისტორიებში აისახა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოფლად მცხოვრები ქალები ეკონომიკაში, მმართველობასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში, და რა არის საჭირო მათი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური განვითარების გზაზე არსებული ბარიერების აღმოსაფხვრელად.

სამოტივაციო ფორუმი „ძლიერი ქალი მომავლის სოფლისთვის“ სოფლად მცხოვრებ ქალთა დღის სულისკვეთებას ეხმიანება, რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება.

ფორუმის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი/EU, შვედეთი და შვეიცარია.

ფორუმის ხუთი სპიკერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროს წარმოადგენს. თოთოეული მათგანი ჩართულია UNDP-ის სხვადასხვა პროექტსა და ინიციატივაში, რომლებიც ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის მხარდაჭერით ხორციელდება და ხელს უწყობს სოფლის მდგრად განვითარებას, გენდერული თანასწორობის მიღწევას და პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას:  

  • ამილონა დეკანაძე, მეწარმე, ხულოს მუნიციპალიტეტი
  • ლალი, ჩანქსელიანი, მეფუტკრე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
  • ლუსო დოსტიბეგიანი, სამოქალაქო აქტივისტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
  • ნათია კახიძე, მეწარმე, ხელვაჩაური მუნიციპალიტეტი
  • თამარ ხომასურიძე, ახალგაზრდული აქტივისტი, ონის მუნიციპალიტეტი

ხუთივე სპიკერი მოწვეულმა სტუმრებმა წარადგინეს:

  • ენ ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი საქართველოში
  • დანიელ მევლი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში
  • ერიკ ილესი, შვედეთის ელჩის მოადგილე/შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი
  • ილია თამარაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ
  • ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი

ღონისძიებას გაუძღვა ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

„შთამბეჭდავი გამოსვლები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები გამოწვევებს არ უშინდებიან და თამამად აშენებენ მომავალს. ისინი უძღვებიან წარმატებულ ბიზნესს, ქმნიან ინოვაციური იდეებს და აქტიურად ერთვებიან მმართველობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იმისთვის, რომ ის მომავალი ააშენონ, რომელიც უნდათ და ნამდვილად იმსახურებენ, სოფლად მცხოვრებ ქალებს სჭირდებათ მეტი სერვისი, მეტი შესაძლებლობა და მეტი თანასწორობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში.“
ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე. UNDP-ის მრავალრიცხოვანი პროექტები და ინიციატივები ხელს უწყობს უთანასწორობის დაძლევას, რეალური თანასწორობისთვის აუცილებელი მექანიზმების შექმნას და საზოგადოებაში ძირგადგმული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას. ეს მრავალმხრივი საქმიანობა ევროკავშირთან, შვედეთსა და შვეიცარიასთან პარტნიორობითა და საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ხორციელდება.   

საკონტაქტო ინფორმაცია