Page content
Artist Musya Keburia creates murals on the walls of the Social Inclusion Center. Photo: UNDP Georgia/Nino Zedginidze

ჩვენი საქმიანობა

გენდერული თანასწორობა

მიმოხილვა

საქართველომ ბევრს მიაღწია გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებისა და გენდერულად თანასწორი სოციალური და ეკონომიკური პრაქტიკის დამკვიდრების გზაზე. თუმცა, საზოგადოებაში კვლავ არსებული გენდერული სტერეოტიპები და უთანასწორობა ხელს უშლის რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას.

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას გენდერული საარჩევნო კვოტირება არეგულირებს. ამის მიუხედავად, პარლამენტში წევრ ქალთა წილი 19 პროცენტს არ აღემატება (2020), ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებაში 24 პროცენტს (2021).

ქალთა დაახლოებით 60 პროცენტი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულზე მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს.

ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს. [წყარო: ქალები ბიზნესში, 2021. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი]

ასევე საგანგაშოა გენდერული სახელფასო სხვაობა (Gender Pay Gap), რომელიც საქართველოში 35 პროცენტს შეადგენს, და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის სტატისტიკა.

ამავდროულად, გაეროს მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს საზოგადოება გენდერული თანასწორობისკენ იხრება. ოთხი კაციდან სამი ამბობს, რომ მენეჯერ ქალთან მუშაობა მათთვის სავსებით მისაღებია, ხოლო მოსახლეობის 60 პროცენტი მიიჩნევს რომ ქალთა უფრო აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იქნებოდა.

19%

ქალები პარლამენტში

2022

24%

ქალები ადგილობრივ თვითმმართველობაში

2022

60%

ქალები

ფორმალური დასაქმების გარეთ (2021)

ჩვენი მიზნები

გენდერული თანასწორობის მიღწევა UNDP-ის ერთ-ერთი საკვანძო მიზანია, რომელიც ჩვენს ყველა პროგრამასა თუ პროექტს აერთიანებს.

  • ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და მოქალაქეებთან, რათა ხელი შევუწყოთ ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდას.
  • ვქმნით თანამშრომლობის ქსელს ქალთა რეალური თანასწორობის მისაღწევად და ყველა სახის დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.
  • მხარს ვუჭერთ სოციალური ჩართულობისა და ზრუნვის ეკონომიკის პრინციპების დანერგვას.
  • ხელს ვუწყობთ დისკრიმინაციის აღმოფხვრას როგორც ქალების, ისე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების, მათ შორის ლგბტქი+ თემისა და ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ.
  • დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანასწორი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას, რაც თანაბრად მომგებიანია, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის.
  • მხარს უჭერთ კლიმატის ცვლილების გენდერულ შეფასებას. ხელს ვუწყობთ ცოდნისა და უნარების შეძენას, რომელიც ქალებსა და კაცებს დაეხმარებათ, რომ უკეთ გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების შედეგებს.