მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი. 2026
მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი. 2026
17 აგვისტო 2026
მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევის მიზანია უზრუნველყოს მკაფიო, სისტემური და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ინფორმაცია მედიაციის არსის, პრინციპების, პროცესის ეტაპების, მონაწილეთა როლებისა და მორიგების სამართლებრივი შედეგების შესახებ.
გზამკვლევი ხელს უწყობს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ეფექტიანი, ნებაყოფლობითი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მექანიზმის, უკეთ გააზრებასა და პრაქტიკულ გამოყენებას.
ეს სანდო რესურსია როგორც მედიაციის მომხმარებლებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის – მედიატორებისთვის, ადვოკატებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მედიაციის ეფექტიან გამოყენებას ინფორმირებული, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების საფუძველზე.
გზამკვლევი მოიცავს მედიაციის ზოგად და კონცეპტუალურ ჩარჩოს, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში მოქმედ პრაქტიკულ რეგულაციებს, მათ შორის კერძო და სასამართლო მედიაციის თავისებურებებს, ინსტიტუციურ მექანიზმებსა და აღსრულების წესებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასამართლო მედიაციას, მხარეთა უფლებების დაცვასა და მედიაციის გამოყენების შეზღუდვებს, ასევე ისეთ მგრძნობიერე საკითხებს, როგორიცაა საოჯახო მედიაცია, ქალთა და ბავშვთა უფლებები და ძალადობის ნიშნებზე რეაგირება.
შინაარსი
- გზამკვლევის მიზანი
- მედიაციის არსი, პრინციპები და უპირატესობები
- მედიაციის ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო
- მედიაციის პროცესი და მონაწილეთა როლი
- საოჯახო მედიაცია: უსაფრთხო გზები კონფლიქტის მოგვარებისთვის
დისქლეიმერი
გზამკვლევი მომზადდა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას და შესაძლოა არ ასახავდეს UNDP-ისა და გერმანიის მთავრობის თვალსაზრისს.