გენდერული თანასწორობის პრინციპების მიმართ ერთგულება

UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობამ მიიღო ვერცხლის სერტიფიკატი გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში შეტანილი წვლილისთვის

12 April 2024
Gender Equality Seal Logo

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გლობალურ პროგრამაში, UNDP Gender Equality Seal, საქართველოს წარმომადგენლობამ ვერცხლის სერტიფიკატი მოიპოვა. ეს შედეგი ადასტურებს რომ UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გენდერული თანასწორობის მიღწევას როგორც საზოგადოებაში, ისე ორგანიზაციის ფარგლებში, რაც ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტზე აისახება, მათ შორის მენეჯმენტზე, შესაძლებლობებზე, სამუშაო გარემოზე, პროგრამებსა და პროექტებზე, კომუნიკაციაზე, პარტნიორულ ურთიერთობებსა და კორპორაციულ პრაქტიკაზე.

გლობალურ პროგრამა „UNDP Gender Equality Seal“ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობებს გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულების მხრივ აფასებს. შესაბამისი სეტიფიკატის მისაღებად, UNDP-ის გლობალურ და რეგიონულ ბიუროებთან თანამშრომლობით, ყოვლისმომცველი შეფასება ტარდება, რომელიც UNDP-ის ოფისების საქმიანობასა და კორპორაციულ პროცესებს აფასებს.

2023 წელს ჩატარებულ შეფასებით, UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობამ 30 ინდიკატორიდან 23 სრულად დააკმაყოფილა და 76 პროცენტს მიაღწია, რაც საგრძნობლად აღმატება 2021 წელს ჩატარებული შეფასების შედეგს, რომელიც დაახლოებით 44 პროცენტს შეადგენდა.

ჩვენ ვამაყობთ მიღწეული შედეგებით და ვაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

  • ანა ლობჟანიძე, UNDP-ის გენდერის მრჩეველი საქართველოში, ana.lobzhanidze@undp.org 
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ის კომუნიკაციის ხელმძღვანელი საქართველოში, sophie.tchitchinadze@undp.org