მედიამონიტორინგი: საქართველოს მედია გარემო ადგილობრივი არჩვენების შემდგომ პერიოდში. 2022

მედიამონიტორინგი: საქართველოს მედია გარემო ადგილობრივი არჩვენების შემდგომ პერიოდში. 2022

27 April 2022

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორცილებული კვლევა მედია კვლევა 22 მედია საშუალებას მოიცავს - ექვს ტელევიზიას, ცხრა ონლაინ გამოცემასა და შვიდ გაზეთს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 24 იანვრიდან 23 მარტამდე „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა“ და „ინტერნიუს საქართველოსთან“ პარტნიორობით.

ძირითადი მიგნებები:

  • ქართულ მედიაში კვლავ პოლიტიკური მოვლენები დომინირებს, ხოლო ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს ნაკლები ყურადღება ექცევა.
  • მონიტორინგის პერიოდის დაწყებიდან 23 თებერვლამდე, გაშუქების ძირითად შინაარს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა.
  • 24 თებერვლიდან, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ქართული მედიის ყურადღებამ ძირითადად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გადაინაცვლა. მედიის ყველა სექტორი ინტენსიურად აშუქებდა საომარ ვითარებას, ჰუმანიტარულ კატასტროფას, უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერასა და საქართველოს პოლიტიკური წრეებისა თუ საზოგადოების რეაგირებას განვითარებულ მოვლენებზე.
  • მედიაზე  საგრძნობი გავლენა იქონია საქართველოს საზოგადოებაში არსებულმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ. სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები განსხვავებული ინტერპრეტაციით აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს.
  • ტელევიზიების უმეტესობა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციასა თუ შეფასებას აძლევდა ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მანიპულირებდა საზოგადოებრივი აზრით და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
  • სარედაქციო პოლიტიკის განსხვავებები გამოვლინდა ციფრულ მედიაშიც, რომელიც მანამდე პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და საკმაოდ დაბალანსებული გაშუქებით გამოირჩეოდა. რამდენიმე ონლაინ გამოცემაში აშკარად იგრძნობოდა რუსული საინფორმაციო წყაროების გავლენა, გამოიყენებოდა შეცდომაში შემყვანი ფოტო-მასალა, ცრუ ნარატივები და მცდარი ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
  • მოვლენათა ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია ასევე იგრძნობოდა ბეჭდურ მედიაში. გარდა ამისა, რამდენიმე ბეჭდურ გამოცემაში კვლავ აღინიშნებოდა დისკრიმინაციული ენის გამოყენება და ჰომოფობიური განცხადებები.