საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა

საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა

5 October 2022

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევას საქართველოში მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული სერვისებით. დოკუმენტი ერთერთია იმ ხუთი რაუნდის კვლევებიდან, რომლებიც  გაეროს განვითარების პროგრამის/UNDP დაკვეთით 2013-2021 წლებში ჩატარდა და კვლევის მეხუთე რაუნდის შედეგებს მოიცავს.

გამოკითხვის შედეგები წარმოდგენილია თემატურად და შეეხება ისეთ სერვიცებს, როგორებიცაა განათლება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რეკრეაცია, კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტების საქმიანობის ზოგადი შეფასება და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

კვლევა მომზადებულია გაეროს განვითრების პროგრამის/UNDP, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/SDC, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა/ADC და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.