Photo: Leli Blagonravova/UNDP

ტყის მართვის მდგრადი და კლიმატგონივრული პრაქტიკების მხარდაჭერა საქართველოში

მიმოხილვა

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და იაპონიის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას. ტყის ეკოსისტემის დეგრადაციისა და უკანონო მოპოვებისგან დაცვის გზით, ტყის ნახშირბადის შთანთქმის პოტენციალის გაზრდას და სათბურის აირების ემისიების შემცირებას. 

პროექტის საქმიანობა ემსახურება საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას - ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის გაზრდა 10%-ით 2030 წლისთვის 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, და სათბურის აირების ემისიების შემცირება 50-57%-ით საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში 2030 წლისთვის 1990 წლის მონაცემებთან შედარებით.

პროექტი ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გლობალური ინიციატივის, „კლიმატური დაპირების“ (Climate Promise), მიმართულებებს:

  1. სუფთა ენერგია და ნულოვანი ემისიები, და ინვესტირების გააქტიურება სუფთა ენერგიაში, ადგილობრივი თემების ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვის შედეგად მოპოვებული ბიოსაწვავით უზრუნველყოფის გზით
  2. ადაპტაციის, მედეგობისა და კატასტროფების რისკის შემცირების საშუალებების ზრდა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოწყვლადი ჯგუფებისთვის

რას ვაკეთებთ

ეროვნულ პარტნიორებთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებში „საქმიანი ეზოები“ ინერგება და დაახლოებით 43,000 ადგილობრივ მოსახლეს ემსახურება. „საქმიანი ეზოს“ მიზანია ადგილობრივი თემების ჩართვა ტყის მდგრად მართვაში, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის კომფორტული გარემოსა და სერვისების შექმნა, განახლებადი ენერგიის წყაროებზე წვდომის გაზრდა და ტყის დაცვა და გაჯანსაღება.

მოსალოდნელი შედეგები

  • „საქმიანი ეზოს“ მოწყობა მცხეთის მუნიციპალიტეტში
  • ადგილობრივი თემების ინფორმირება ტყის მდგრადი მართვის, „საქმიანი ეზოსა“ და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტში
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების უზრუნველყოფა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და მათი გადამზადება ამ ტექნოლოგიების გამოყენებაში
  • მეტყევეების უზრუნველყოფა საჭირო აღჭურვილობით (პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები და კვადროციკლები) და მათი გადამზადება ტყის და „საქმიანი ეზოს“ მართვისა და აღჭურვილობის გამოყენებაში

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

მარშალ გელოვანის გამზირი 6
თბილისი 0159 საქართველო

საკონტაქტო პირები

ლალი თევზაძე
პროექტის მენეჯერი
lali.tevzadze@undp.org

ლიანა თურქია
ფინანსური ასისტენტი
liana.turkia@undp.org

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

Impact

START DATE

March 2022

END DATE

March 2023

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

United Nations Development Programme

DONORS

GOVERNMENT OF JAPAN

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

TOTAL CONTRIBUTIONS

$990,947

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2022$838,072

2023$92,544

2024$202

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: