ტყე ჩემი მეგობარია: კონკურსი საუკეთესო სცენარისთვის

კონკურსი თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ეკო-კლუბებსა და სკოლების მოსწავლეებისთვის საუკეთესო სცენარის წარსადგენად

16 February 2023
ტყე ჩემი მეგობარია

გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი აცხადებენ კონკურსს თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკოკლუბებისა და სკოლებისთვის, ანიმირებული მანგას „ტყე ჩემი მეგობარია“ მე-2 ეპიზოდის საუკეთესო სცენარისთვის.

ანიმაციის შესახებ

ანიმირებული მანგა „ტყე ჩემი მეგობარია“ შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ტყის მდგრადი და კლიმატმეგობრული მართვის პრინციპების დანერგვა“ ფარგლებში, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობითა და იაპონიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ანიმაცია მოგვითხრობს მეომარ გოგოსა და ხის მორის ამბავს, რომლებიც ერთმანეთს ბრძოლის ველზე გაიცნობენ, სადაც ადამიანებსა და ტყეს შორის ომი მიმდინარეობს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთან, დალი და მეომორი ბევრ საერთოს აღმოაჩენენ, დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ, რომ ერთად იპოვონ ადამიანებსა და ტყეს შორის დაკარგული კავშირი.

 

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ეკოკლუბებისა და საშუალო სკოლების მოსწავლეებს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

წარმოდგენილი სცენარის ფორმატი შესაძლებელია იყოს როგორც ტექსტი, ასევე ნახატი PDF ფორმატში.

კონკურსის საფუძველზე შერჩეულ იქნება სამი საუკეთესო სცენარი ანიმაციის გაგრძელებისთვის.

შერჩევის კრიტერიუმები

  • კრეატულობა
  • აქცენტები ტყის მნიშვნელობასა და მისი დაცვის საჭიროებაზე
  • ლოგიკური ბმა ანიმაციის პირველ ნაწილთან

სამი გამარჯვებული სცენარის ავტორები ან ავტორთა ჯგუფები დაჯილდოვდებიან 1,000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით.

როგორ მივიღო მონაწილეობა

გამოგვიგზავნეთ საკონკურსო მასალები ელ. ფოსტაზე: ana.manjavidze@eiec.gov.ge 2023 წლის 10 მარტამდე.

ვის დავუკავშირდე

  • ანა მანჯავიძე, გარემოსდაცვითი განათლების და ინფორმაციის ცენტრი, +995 555 233536 / ana.manjavidze@eiec.gov.ge
  • ლალი თევზაძე, UNDP, +995  557 736919 / lali.tevzadze@undp.org