ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM). მე-4 ფაზა

მიმოხილვა

ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM) აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და მოქნილი პროგრამაა, რომელიც ხორციელდება  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით. პროგრამა „კობერმი“ მხარს უჭერს სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს, რომელთაც წვლილს შეაქვთ კონფლიქტის პრევენციასა და მშვიდობის მშენებლობაში. კობერმი 2010 წლიდან ხორციელდება. ამ დროის მანძილზე ნათლად გამოვლინდა ამ წარმატებული პროექტის მნიშვნელობა, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და გარდაქმნის სტრატეგიული, გრძელვადიანი და მომავალზე ორიენტირებული მექანიზმის.

რას ვაკეთებთ

კობერმის მიმდინარე, მეოთხე ეტაპი 2019 მაისში დაიწყო და სამი წელი გაგრძელდება. მისი განხორციელება 2010-2018 წლების მანძილზე დაგროვებულ გამოცდილებასა და გაკვეთილებს ეყრდნობა, ხოლო დაფინანსება 5,550,000 ევროს შეადგენს. აქედან 5,500,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო 50,000 ევრო UNDP-ის თანადაფინანსებას წარმოადგენს.

ისევე როგორც წინა სამი ეტაპის შემთხვევაში, კობერმ-4 მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ თემებს შორის ურთიერთობისა და ნდობის აღდგენას და მშვიდობის, სტაბილურობისა და ადამიანების უსაფრთხოებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას.

კობერმ-4-ის მიზნებია:

  • კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანთა შორის ურთიერთობისა და ნდობის  აღდგენის ხელშეწყობა.
  • მოქნილი მექანიზმის უზრუნველყოფა გამოვლენილი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.
  • ურთიერთობის მექანიზმის შეთავაზება იმ საკითხებში, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანს  წარმოადგენს.

გარდა ამისა, კობერმ-4-ის ფარგლებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ნდობის დამყარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში ინოვაციური მიდგომის გამოყენებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას კონფლიქტის სხვადასხვა მახარეს მყოფი სამოქალაქო მოთამაშეების მონაწილეობით.

როგორც მოქნილი საგრანტო მექანიზმი, კობერმი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივებს სხვადასხვა სფეროში, რომელთა შორისაა: ჯანმრთელობა, კულტურა, გარემოს დაცვა, ქალებისა და ახლაგაზრდების გაძლიერება, მშვიდობის მშენებლობა, უსაფრთხოება, და სხვა.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ასევე ეხმარებიან კობერმის პარტნიორ სამოქალაქო ორგანიზაციებს მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ინსტიტუციურ განვითარებაში. ამ მიზნით, ტარდება ტრენინგი და კონსულტაციები, რომლებიც მორგებულია სამოქალაქო ორგანიზაციების საჭიროებებზე.  

რას ვაკეთებთ

საგრანტო მექანიზმი

2010 წლიდან 2020 წლის ბოლომდე, კობერმის ფარგლებში შესრულდა 200-მდე სამოქალაქო ინიციატივა, რომელთაც  თავისი წვლილი შეიტანეს მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის საქმეში. აქედან 34 ახალი პროექტი კობერმის მე-4 ეტაპის ფარგლებში დაფინანსდა.

  • სამოქალაქო საზოგადოების პროექტებმა სხვადასხვა სფერო მოიცვა. მათ შორის:
  • ახალგაზრდობის განათლება
  • სახალხო დიპლომატია, დიალოგი და კვლევა
  • მოწყვლადი თემების საარსებო წყაროებისა და მედეგობის გაუმჯობესება
  • კულტურული თანამშრომლობა/კულტურული მემკვიდრეობა
  • ეთნიკური უმცირესობები
  • ქალთა მონაწილეობის გაძლიერება
  • ჯანდაცვა და ჰუმანიტარული დახმარება
  • წარსულის გააზრება
  • სათემო მობილიზაცია
  • მედია
  • ინოვაციები

სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაუმჯობესება

2010-2020 წლებში, 100-ზე მეტმა კობერმის პარტნიორმა სამოქალაქო ორგანიზაციამ გაიარა ტრენინგი და კონსულტაცია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ტრენინგის დროს ყურადღება ექცეოდა ორგანიზაციების განვითარებისა და წარმატებისთვის აუცილებელ საკითხებს, როგორიცაა:

  • პროექტის ციკლის მართვა
  • კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარე პროექტის შემუშავება და განხორციელება
  • კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარე კომუნიკაცია, მშვიდობის მშენებლობა

ახალი პარტნიორები

პროგრამის მიმართ ნდობისა და მყარი რეპუტაციის  დამსახურებით, 2020 წელს შეიქმნა დამატებითი დაფინანსების ფანჯარა - გაერთიანებული სამეფოს ფონდი მდგრადი მშვიდობისათვის, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საქმიანობის გაფართოებას მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში. 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

ბარნობის ქუჩა 81
თბილისი 0179 საქართველო
+995 32 2251216
coberm@undp.org

საკონტაქტო პირი

გიორგი ვარდიშვილი
კონფლიქტის პრევენციისა და შემდგომი აღდგენის მიმართულების ხელმძღვანელი
giorgi.vardishvili@undp.org

Impact

START DATE

May 2019

END DATE

October 2023

STATUS

Completed

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

United Nations Development Programme

DONORS

EUROPEAN COMMISSION

Foreign,Commonwealth & Dev.Off.

GOVERNMENT OF ESTONIA, REPUBLIC OF

GOVERNMENT OF NETHERLANDS

UNDP Funding Windows

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

Unspecified

TOTAL CONTRIBUTIONS

$10,068,880

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2019$1,323,763

2020$2,397,529

2021$2,924,014

2022$2,624,424

2023$368,308

2024$84,895

Full Project information

დამატებითი ინფორმაცია

Active filters: