EU4Dialogue: საგრანტო კონკურსი, რაუნდი 2

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწვევენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

21 November 2022

EU4Dialogue: საგრანტო კონკურსი, მე-2 რაუნდი

გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“, რომლის ფარგლებშიც ცხადდება საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ახალბედა ორგანიზაციებისთვის და/ან სათემო ორგანიზაციებისათვის.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობებისა და ადამიანური უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

ვისთვისაა განკუთვნილი საგრანტო კონკურსი

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდებიან ახალბედა ან/და სათემო ორგანიზაციები რომლებიც უპასუხებენ ადგილობრივ დონეზე არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებს, გამოავლენილს პრობლემის თანამონაწილეობითი და  გენდერულად მგრძნობიარე ანალიზის შედეგად.

პრიორიტეტული თემები

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ისეთ გამოწვევებს უმკლავდება, როგორებიცაა ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე არასათანადო წვდომა,  შემოსავლის სტაბილური წყაროების ნაკლებობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც ხშირად სავალალო გავლენას ახდენს მათ საცხოვრებელ პირობებზე.  

აღნიშნული ვითარება გათვალისწინებული უნდა იყოს საგრანტო წინადადებაში, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს უნდა დაეთმოს:

  • გენდერული თანასწორობის  ხელშეწყობა.
  • ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი პერსპექტივების შექმნა.
  • მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 23 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია და ტექნიკური დეტალები საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ UNDP-ის შესყიდვების ვებგვერდზე.

დამეტებითი ინფორმაცია პროექტის EU4Dialogue შესახებ იხილეთ ევროკავშირის ვებგვერდზე.