პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მედია გაშუქებაზე აისახება

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგებს აქვეყნებენ

14 December 2021

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 5 ივლისიდან 14 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში შესულია არჩევნების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები და თვისებრივი ანალიზი 54 მედია-საშუალების მიხედვით (27 ეროვნული და 27 რეგიონული). მედიამონიტორინგი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს საქართველომ და CRRC-საქართველომ.

მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართული მედია საკმაოდ ეფექტიანად აშუქებდა საარჩევნო მოვლენებს. მედია-საშუალებები დროულად აქვეყნებდნენ მიმდინარე ინფორმაციას და მრავალფეროვან კომენტარებსა და მოსაზრებებს სთავაზობდნენ ამომრჩევლებს.

ცვალებადი წინასაარჩევნო გარემო და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების გაშუქებაზე საგრძნობლად აისახა. მედიის დღის წესრიგს განსაზღვრავდა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენათა მთელი რიგი, მათ შორის ივლისში განვითარებული ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ხოლო შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და ამის გარეშემო განვითარებული მოვლენები.

სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები ამ ფაქტებს სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და შეფასებას აძლევდნენ.

მედია-ბანაკებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო სამაუწყებლო მედიის შემთხვევაში (ტელევიზია და რადიო). მედია-საშუალებათა უმრავლესობა მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.

საარჩევნო ტელედებატები ორი ტელევიზიის ეთერში გაიმართა, რაც საქართველოს  პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს პირობებში, საკმაოდ დიდი მიღწევაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დებატების მსვლელობისას, ჟურნალისტები კრიტიკული კითხვების დასმას ერიდებოდნენ, ხოლო ზოგიერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.

წინასაარჩევნო პერიოდში, მედია-საშუალებები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, თუმცა არჩევნების დღისა და მეორე ტურების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა გაიზარდა და ეთიკის სტანდარტების დარღვევაც გახშირდა.

გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის  გამოყენება განსაკუთრებით ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეინიშნებოდა, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.

სხვა არჩევნებთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა მედიის ყველა სექტორში.

პოლიტიკური მიკერძოება ნაკლებად შეიმჩნეოდა ონლაინ მედიის სექტორში. როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მედია-საშუალებები ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ და არჩევნები ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით გაეშუქებინათ. ამასთან ერთად, ონლაინ მედიაში გაშუქების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობაც შეიმჩნეოდა.

„პლურალისტური მედია-გარემოს არსებობის მიუხედავად, საქართველოში არჩევნების გაშუქება მძაფრი პოლარიზებით ხასიათდება. სანდო და დაბალანსებულ ინფორმაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ", - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„ქართული მედია მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი გარემოა. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას და დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიკერძოება,  არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ შეიმჩნევა მედიის რამდენიმე სექტორში“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგი 2022 წლის მარტამდე, პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც გაგრძელდება. ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: mediamonitor.ge

დამატებითი ინფორმაციისა და ინტერვიუების თაობაზე მოგვმართეთ:

ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამაში:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

მედიამონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებში:

  • ტელევიზიები (ახალი ამბები) - ნანა ბიგანიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 597 001033, nanabigana@gmail.com
  • ტელევიზიები (ტოკშოუები) - მარიამ გოგოსაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 221918, gogosashvilimariami@gmail.com
  • ონლაინ მედია - გიორგი ჯოლოგუა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, +995 595 025140, gjologua@cu.edu.ge
  • ბეჭდური მედია - ეკა ბერიძე, Internews საქართველო, +995 557 363056, eka@internews.ge
  • უცხოური გავლენა არჩევნებზე - მარიამ კობალაძე, CRRC-საქართველო, 599 407403, mariam.kobaladze@crrccenters.org

მედიამონიტორინგის თარიღები:

2021 წლის ივლისი  – 2022 წლის მარტი

ეროვნული მედია-საშუალებები:

ტელევიზია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

რადიო

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ბეჭდური მედია

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ონლაინ მედია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

1.       იმედი

2.       მთავარი არხი

3.       პირველი

4.       რუსთავი-2

5.       საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1-ელი არხი

1.       იმედი

2.       მაესტრო

3.       პალიტრა

4.       პირველი რადიო

5.       საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო-1

6.       ფორტუნა

1.       ალია

2.       ასავალ-დასავალი

3.       ახალი თაობა

4.       კვირის პალიტრა

5.       რეზონანსი

6.       საქართველო და მსოფლიო

7.       ქრონიკა+

1.       ambebi.ge

2.       interpressnews.ge

3.       mpn.ge

4.       netgazeti.ge

5.       news.on.ge

6.       publika.ge

7.       radiotavisupleba.ge

8.       sputnik-georgia.com

9.       tabula.ge

რეგიონული მედია-საშუალებები:

ტელევიზია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

რადიო

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ბეჭდური მედია

მედია მონიტორი:

ინტერნიუს საქართველო

ონლაინ მედია

მედია მონიტორი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

1.       აჭარა

2.       გურია

3.       გურჯაანი

4.       თრიალეთი

5.       მე-9 არხი

6.       ოდიში

7.       რიონი

8.       ტვ 25

9.       ტვ 4

1.       ათინათი

2.       ვეი

3.       ძველი ქალაქი

4.       მარნეული

5.       სამხრეთის კარიბჭე

6.       ჰერეთი

1.       ალიონი

2.       გურია ნიუსი

3.       ჩემი ხარაგაული

4.       ჰო და არა

1.       batumelebi.ge

2.       guriismoambe.ge

3.       kartli.ge

4.       knews.ge

5.       kutaisipost.ge

6.       livepress.ge

7.       reginfo.ge

8.       sknews.ge