ლტოლვილებისა და უკრაინის მოქალაქეების გაძლიერება სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის გზით. 2026
ლტოლვილებისა და უკრაინის მოქალაქეების გაძლიერება სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის გზით. 2026
14 აპრილი 2026
წინამდებარე პუბლიკაციაში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ლტოლვილებისა და უკრაინის მოქალაქეების მიერ 2023–2026 წლებში შექმნილი მცირე ბიზნესებისა და სამეწარმეო ინიციატივების შესახებ.
ინიციატივის შედეგები:
- განხორციელებულია 84 ბიზნეს იდეა
- შეიქმნა 175 სამუშაო ადგილი
- B2B ქსელურ შეხვედრებში ჩაერთო 136 მონაწილე
- 366-ზე მეტმა მეწარმემ მონაწილეობა მიიღო ბიზნესზე ორიენტირებულ ვორქშოფებში, ტრენინგებსა და საინფორმაციო სესიებში
- საქმიანობა განხორციელდა საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, გორში, თელავში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, ჩოხატაურში, უჯარმასა და ხობში.
პუბლიკაცია მომზადებულია CARE Caucasus-ის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“.