გერმანია, გაეროს განვითარების პროგრამა და ქეა კავკასია მხარს უჭერენ ლტოლვილებს და უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში
14 October 2023
2023 წლის 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, უკრაინულ სახლში (მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა N8, თბილისი), ქეა კავკასია, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, უმასპინძლებს გახსნით ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მეწარმეებისთვის და დააჯილდოვებს 21 საგრანტო პროექტს.
აღნიშნული საგრანტო დაფინანსება, რომელიც 5,000-დან 8,000 აშშ დოლარამდე მერყეობს, გამიზნულია მცირე საწარმოებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ უკრაინის მოქალაქეებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიებას დაესწრებიან:
- ტანია ჰუტი, გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში.
- ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში.
- სოფია ქამუშაძე, ქეა კავკასიის პროგრამის დირექტორი.
ღონისძიება ხაზს გაუსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში მცხოვრები ლტოლვილებისა და უკრაინელი მოქალაქეებისთვის, მათ შორის, მათი ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობის, დასაქმებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდის გზით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაცვალონ იდეები და აღმოაჩინონ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა საგრანტო პროექტების პრეზენტაციებს და საზოგადოებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციების მნიშვნელობაზე მსჯელობას.
საქართველოში მცხოვრები ლტოლვილებისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის საგრანტო მხარდაჭერა წარმოადგენს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ქეა კავკასიასთან თანამშრომლობით.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო მაღალდაძე, ქეა კავკასია, +995 598 510 055, sopo.maghaldadze@care.org
სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org