სამოტივაციო ფორუმი: ძლიერი ქალი მომავლის სოფლისთვის

24 October 2022

ძლიერი ქალი მომავლის სოფლისთვის

27 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი რუმსი“ (მერაბ კოსტავას ქ. 14, თბილისი), ხუთი წარმატებული სოფლად მცხოვრები ქალი შეხვდება საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებსა და საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. თავის გამოსვლებში ისინი სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრებენ.

სამოტივაციო ფორუმი „ძლიერი ქალი მომავლის სოფლისთვის“ სოფლად მცხოვრებ ქალთა დღის სულისკვეთებასა და წლევანდელ თემას ეხმიანება.

ფორუმის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი/EU, შვედეთი და შვეიცარია.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ:

  • ამილონა დეკანაძე, მეწარმე, ხულოს მუნიციპალიტეტი
  • ლალი, ჩანქსელიანი, მეფუტკრე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
  • ლუსო დოსტიბეგიანი, სამოქალაქო აქტივისტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
  • ნათი კახიძე, მეწარმე, ქობულეთის მუნიციპალიტეტი
  • თამარ ხომასურიძე, ახალგაზრდული აქტივისტი, ონის მუნიციპალიტეტი

სპიკერებს წარადგენენ:

  • ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
  • დანიელ მევლი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში
  • ერიკ ილესი, შვედეთის ელჩის მოადგილე/შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი
  • ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი
  • ილია თამარაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა

საკონტაქტო ინფორმაცია: