ადამიანის უფლებების დღე 2023

გაეროს განვითარების პროგრამა იწყებს ორთვიან კამპანიას „იმოქმედე უფლებებისთვის!“

22 November 2023
Human Rights 75

ადამიანის უფლებების დღე 2023: იმოქმედე უფლებებისთვის!

ადამიანის უფლებების დღის, 10 დეკემბრის აღსანიშნავად, გაეროს განვითარების პროგრამა იწყებს ორთვიან კამპანიას „იმოქმედე უფლებებისთვის!“. 

კამპანიით განსაზღვრული ღონისძიებები 2023 წლის ნოემბერში დაიწყება და 2024 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

კამპანია განხორციელდება მრავალრიცხოვან პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობით, რომელთა შორისაა საქართველოს საჯარო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და დონორები, მათ შორის - ევროკავშირი და გერმანიის, ნორვეგიისა და შვედეთის საელჩოები.

კამპანიის მსვლელობაში წარმოდგენილი იქნება ინიციატივები და აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების, როგორც მდგრადი განვითარების ქვაკუთხედის შესახებ და საზოგადოების ჩართულობას უფლებების დაცვის საქმეში. 

წლევანდელი ადამიანის უფლებათა დღე ეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს და ყურადღებას ამახვილებს ამ ფუნდამენტური დოკუმენტის გავლენაზე თანამედროვე მსოფლიოზე.

დუგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ერთგვარი გლობალური გეგმაა უფრო სამართლიანი და თანასწორი სამყაროს ასაშენებლად, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები დაცულია, ხოლო საზოგადოება ეფუძნება თანასწორობის, ინკლუზიისა და ღირსების პრინციპებს. გაეროს განვითარების პროგრამის მიზანია, ეს ხედვა რეალობად აქციოს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში“.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org 

კამპანიის კალენდარი: იმოქმედე უფლებებისთვის!
თარიღი ღონისძიებადონორები და პარტნიორები 
19-20 ნოემბერი

ტრანსკონფერენცია 2023

ჩატარების ადგილი: თბილისი

ნორვეგია

ა/ო „თემიდა“

22 ნოემბერი

კვლევის წარდგენა: საქართველოში შრომით მიგრანტ ქალთა სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა

ჩატარების ადგილი: თბილისი

ევროკავშირი

შვედეთი

ა/ო „WECF - საქართველო“

28 ნოემბერი

ახალგაზრდობა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიისთვის

ჩატარების ადგილი: ყვარელი

ნორვეგია

ა/ო „ყვარლის ევროკლუბი“

29 ნოემბერი

საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე თამთა მელაშვილთან ერთად: ქალთა უფლებები საქართველოში

ჩატარების ადგილი: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისი

ევროკავშირი

თბილისის მუზეუმების გაერთიანება

1-2 დეკემბერი

თბილისის რეგიონული კონფერენცია:

კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის

ჩატარების ადგილი: თბილისი

გერმანია

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური

2  დეკემბერი

შეხვედრა უკრაინულ სახლში: საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობა  

ჩატარების ადგილი: თბილისი

გერმანია

 

2  დეკემბერი

მობილური იურიდული დახმარება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის

ჩატარების ადგილი: ხურვალეთი

 

გერმანია

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური

2 დეკემბერი

საჯარო დისკუსია მხატვრული ფილმის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“-ს შემქმნელებთან

ჩატარების ადგილი: თბილისი

ნორვეგია
3 დეკემბერი

საჯარო ლექცია: ადამიანის უფლებები 75

ჩატარების ადგილი: მარნეული

ნორვეგია

ა/ო „წითელი ხიდი“

4 დეკემბერი

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების რეფორმა: ფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა. შეხვედრა შშმ პირთა ორგანიზაციებთან და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ საბჭოსთან 

ჩატარების ადგილი: თბილისი

შვედეთი
5 დეკემბერი

სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება:  „ზრუნვის ეკონომიკა - ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და მსოფლიოსთვის“ 

ჩატარების ადგილი: გაეროს სახლი, რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი

შვედეთი

 

8 დეკემბერი

ახალგაზრდული ფორუმი: ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მომავალი

ჩატარების ადგილი: თბილისი

ევროკავშირი 

ნორვეგია

10 დეკემბერი

საჯარო ლექცია: ადამიანის უფლებები 75

ჩატარების ადგილი: მარნეული

ნორვეგია

ა/ო „წითელი ხიდი“

13 დეკემბერი

ლგბტქი+ უფლებების დაცვის გლობალური ინდექსის წარდგენა

გლობალური ონლაინ ღონისძიება

UNDP
22 დეკემბერი

კონფერენცია: სოფლად მცხოვრები ქალები - მიღწევები და გამოწვევები

ჩატარების ადგილი: წინანდალი 

ნორვეგია

შვედეთი

ა/ო “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი” (KRDF)

22 დეკემბერი

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ჯილდო ქალთა გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის

ჩატარების ადგილი: წინანდალი

ნორვეგია

შვედეთი

ა/ო “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი” (KRDF)