Photo: UNDP Georgia/Leli Blagonravova

ჩვენი საქმიანობა

გარემოს დაცვა & ენერგეტიკა

მიმოხილვა

UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის პროგრამის მიზანია მწვანე გადაწყვეტების დანერგვა და გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დღის წესრიგის სიღრმისეული გათვალისწინება საქართველოს ეროვნულ განვითარებაში.

ჩვენი თანამშრომლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სართაშორისო პარტნიორებთან შესაძლებლობას გვაძლევს ქმედითი მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მდგრადი პოლიტიკის შემუშავება და გატარება, მრავალმხრივი სამეცნიერო კვლევა და მწვანე ინიციატივების განხორციელება ქვეყნის ყველა კუთხეში.    

60%

ტერიტორია

მოწყვლადი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ

20.4%

განახლებადი ენერგია

მთლიანი პირველადი ენერგიის მიწოდებაში (2020)

93

დაცული ტერიტორია

ვრცლად

საქართველოს მდიდარი მრავალფეროვნება და ულამაზესი ბუნება ფასდაუდებელი რესურსია, რომელიც ამჟამად საკმაოდ დიდი საფრთხის წინ დგას. ეს ვითარება როგორც ადგილობრივ გამოწვევებს, ისე კლიმატის ცვლილების გლობალურ შედეგებს უკავშირდება.

საქართველო საკმაოდ მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ, რაც ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების სიხშირის ზრდაში ვლინდება. გარდა ამისა, ბუნებრივი რესურსების გადამეტებული და არამდგრადი გამოყენება უარყოფითად აისახება ბიომრავალფეროვნების მდგომარეობაზე, იწვევს ტყეებისა და ნიადაგის დეგრადირებას და ჰაერისა და წყლის დაბინძურებას.

ენერგეტიკის სექტორში, საქართველო მიზანია გრძელვადიანი ენერგოუსაფრთხოება, თუმცა ქვეყნის დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე კვლავაც გრძელდება. საქართველო სათანადოდ არ იყენებს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებს და არაეფექტურად უმკლავდება ენერგიის მდგრადი მიწოდებისა და მოხმარების მხრივ არსებულ გამოწვევებს.

UNDP-ის დახმარება მიზნად ისახავს გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას.

ჩვენი პროექტები და ინიციატივები ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცვას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, მდგრადი ურბანული განვითარებისა და ნარჩენების მართვის დანერგვას და ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენების შემცირებას.

კლიმატის ცვლილების შერბილება და მის შედეგებთან ადაპტაცია ამ საქმიანობის საკვანძო შინაარსია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი კლიმატური პოლიტიკის შექმნასა და გატარებას და ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ვალდებულებების  შესრულებას კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონვენციისა და პარიზის შეთანხმების ფარგლებში.

პროექტები